ფონეტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 92:
 
==აკუსტიკური ფონეტიკა==
აკუსტიკური ფონეტიკა შედარებით ახალი დისციპლინაა, რომელიც შეისწავლის სამეტყველო ბგერების ფიზიკურ, აკუსტიკურ თვისებებს.
 
===ბგერის ფიზიკური მახასიათებლები===
 
ისევე, როგორც ზოგადად ყველანაირი ბგერა, სამეტყველო ბგერაც ჰაერის ნაწილაკთა რხევითი მოძრაობაა. ბგერათა ის თავისებურებები, რომლებიც შეიძლება სმენით აღვიქვათ, სამ ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული:
 
* '''რხევების სიხშირე''' აღიქმება, როგორც '''ბგერის სიმაღლე'''. სამეტყველო ბგერის სიმაღლე მნიშვნელოვან როლს თამაშობს მუსიკალური მახვილის მქონე ენებში.
* '''რხევის ამპლიტუდა''' აღიქმება, როგორც ბგერის '''სიძლიერე''' ანუ '''ინტენსივობა'''. რაც უფრო დიდია რხევის ამპლიტუდა, მით უფრო ძლიერ ბგერას აღვიქვამთ. დინამიური მახვილის მქონე მარცვალში ხმოვანი მეტი სიძლიერით წარმოითქმის.
* '''რხევის ხანგრძლივობა''' აღიქმება, როგორც ბგერის '''ხანგრძლივობა'''. რხევის ხანგრძლივობა ეწოდება. მბგერი სხეულის უძრავი მდგომარეობიდან გამოსვლასა და ამ მდგომარეობაში დაბრუნებას შორის გასულ დროს. პერიოდულ რხევებს აღვიქვამთ როგორც ტონს, არაპერიოდულს კი - როგორც ჩქამს. '''ტონური ბგერა''' მხოლოდ ტონისგან შედგება, '''ჩქამიერი''' - მხოლოდ ჩქამისგან. არსებობს ასევე შერეული ბგერებიც, რომლებშიც ჭარბობს ტონი ან ჩქამი. მუსიკალური ბგერები ძირითადად ტონურია, სამეტყველო ბგერათა დიდი ნაწილი კი ჩქამიერია. ასეთია ჩურჩულით წარმოთქმული ბგერები, ყრუ თანხმოვნები.
 
==პერცეპტიული ფონეტიკა==
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფონეტიკა“-დან