ფონეტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

No edit summary
* '''რთულ თანხმოვნებს''' ანუ '''აფრიკანტებს''' - თუ ხშვის შემდეგ არტიკულატორი ნელა სცილდება არტიკულაციის წერტილს, ისე, რომ წარმოიქმნება ნაპრალი. დენტალურ და ალვეოლარულ სპირანტებსა და აფრიკანტებს დამახასიათებელი ჩქამის გამო '''სისინა'' და '''შიშინა''' ბგერებს ან '''სიბილანტებს''' (ლათ. sibilans "შიშინა", "სისინა") უწოდებენ.
* '''ნაზალური''' ხშულები წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, როცა განხშვამდე რბილი სასა იმდენად არის დაწეული, რომ ჰაერნაკადის ნაწილი ცხვირი ღრუშიც გაივლის.
* '''ლატერალური''' ხშულების დროს ხშულის დამართვას ლატერალური განხშვის სახე ქვსაქვს.
 
===ბგერათა პროსოდიული მახასიათებლები===
 
ბგერათა პროსოდიული (ლათ. prosōdía „მახვილი“) ანუ სუპრასეგმენტური მახასიათებლებიდან აღსანიშნავია:
 
* '''ბგერათრაოდენობა''' ანუ ბგერათა სიგრძე-სიმოკლე. ერთი და იმავე საარტიკულაციო ორგანოებით წარმოქმნილი ბგერა სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება მეტ-ნაკლებად ხანგრძლივად ჟღერდეს. მაგ. [[იტალიური ენა|იტალიურ]] სიტყვაში fato (“ბედისწერა”) [a] ედარებით გრძელია, [t] - შედარებით მოკლე, ხოლო სიტყვაში fatto („შექმნილი“) კი პირიქით, [a] შედარებით მოკლეა, [t] - გრძელი.
 
* '''მახვილი'''. ბგერითი ელემენტების სიძლიერე-სიმაღლით გამოყოფას მახვილი (ლათ. accentus) ეწოდება. სიძლიერით გამოჩინებისას გვაქვს '''ძლიერი''' ანუ '''დინამიკური''' ('''ინტენსიური, ექსპირატორული''') მახვილი (ინგლ. stress) სიმაღლით გამოჩინებისას კი - '''მუსიკალური''' ანუ '''ტონური''' მახვილი (ინგლ. pitch). ზოგიერთი ენის სიტყვებში მთავარი მახვილი რიგით რომელიმე ფიქსირებულ მარცვალზე მოდის, ზოგში კი სხვადასხვა მარცვლებზე. პირველ შემთხვევაში მახვილს '''ფიქსირებული''' ეწოდება, მეორეში - '''თავისუფალი, არაფიქსირებული'''. ფიქსირებული მახვილის მქონე ენათა ნიმუშია [[ფრანგული ენა]], სადაც მთავარი მახვილი სტყვის ბოლო მარცვალზე მოდის. თავისუფალი მახვილი არის [[რუსული ენა|რუსულში]], [[ინგლისური ენა|ინგლისურში]].
 
==აკუსტიკური ფონეტიკა==
846

რედაქტირება