ფონეტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 57:
 
სახმო სიმების ვიბრაციის ქონა-არქონის მიხედვით განარჩევენ '''მჟღერ''' და '''ყრუ''' ბგერებს (მაგ. ქართ. ბ,დ,გ,ზ,ღ მჟღერი ბგერებია, ფ, თ, ქ, ს, ხ კი - ყრუ). ხმოვნები, როგორც წესი მჟღერია, თუმცა ზოგ ენაში ყრუ ხმოვნებიც არსებობს.
 
==ბგერის წარმოქმნის ფაზები==
 
ცალკეული ბგერის წარმოთქმის პროცესში განირჩევა სამი ძირითადი მომენტი:
* '''შემართვა''' ანუ '''ექსკურსია''' (ლათ. excursio "გასვლა"): სამეტყველო ორგანოები გამოდიან ინდიფერენტული მდგომარეობიდან, რომელიც წინ უძღვის არტიკულაციას, და მოეწყობიან ბგერის წარმოსათქმელად;
* '''მწვერვალი''' ანუ '''დაყოვნება''': სამეტყველო ორგანოები ასრულებენ ბგერის წარმოსათქმელად საჭირო მოძრაობას;
* '''დამართვა''' ანუ '''რეკურსია'''(ლათ. recursio "დაბრუნება"): სამეტყველო ორგანოები უბრუნდებიან ინდიფერენტულ მდგომარეობას.
 
ხშულ თანხმოვანთა წარმოთქმისას განირჩევა შემდეგი სამი ფაზა:
* ხშვის მომენტი - '''იმპლოზია''' (ფრ. implosion "ჩაგუბება");
* ხშვითი დაყოვნება - '''ოკლუზია''' (ფრ. occlusion "დაკეტვა");
* განხშვა - '''ექსპლოზია''' (ფრ. exposion "აფეთქება", "სკდომა").
 
ორ მეზობელ თანხმოვანს შეიძლება დაყოვნების ფაზა საერთო ჰქონდეთ. ასეთია ე.წ. '''ჰარმონიული თანხმოვანთკომპლექსები''' ქართულში, მაგ. ''დგ'', ''თქ'' და სხვ.
 
ექსპლოზიციის მიხედვით ხშულ თანხმოვნებში განასხვავებენ:
* '''ფშვინვიერ''' ანუ '''ასპირირებულ''' ხშულებს - როდესაც ჰაერნაკადი ფილტვებიდან მძლავრად ამოედინება, განხშვას თან ახლავს სახმო სიმებზე ჰაერნაკადის ხახუნით გამოწვეული ჩქამი, რასაც ფშვინვა ანუ ასპირაცია ეწოდება.
* '''რთულ თანხმოვნებს''' ანუ '''აფრიკანტებს''' - თუ ხშვის შემდეგ არტიკულატორი ნელა სცილდება არტიკულაციის წერტილს, ისე, რომ წარმოიქმნება ნაპრალი. დენტალურ და ალვეოლარულ სპირანტებსა და აფრიკანტებს დამახასიათებელი ჩქამის გამო '''სისინა'' და '''შიშინა''' ბგერებს ან '''სიბილანტებს''' (ლათ. sibilans "შიშინა", "სისინა") უწოდებენ.
* '''ნაზალური''' ხშულები წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, როცა განხშვამდე რბილი სასა იმდენად არის დაწეული, რომ ჰაერნაკადის ნაწილი ცხვირი ღრუშიც გაივლის.
* '''ლატერალური''' ხშულების დროს ხშულის დამართვას ლატერალური განხშვის სახე ქვს.
 
==აკუსტიკური ფონეტიკა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფონეტიკა“-დან