ფონეტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

 
===ბგერები არტიკულაციის რაგვარობის მიხედვით===
[[Image:Illu01 head neck.jpg|thumb|250px|ადამიანის სახმო აპარატი]]
სამეტყველო ბგერა წარმოიქმნება ადამიანის სამეტყველო მექანიზმში ჰაერნაკადის შეფერხებითა და ცვლილებებით იმ ღრუში, რომელშიც იგი მიედინება. ბგერათწარმომქმნელი ანუ საფონაციო ჰაერნაკადი ამოიდევნება [[ფილტვი|ფილტვებიდან]] [[დიაფრაგმა|დიაფრაგმის]] მეშვეობით და გაივლის [[სასუნთქი მილი|სასუნთქ მილს]]. [[ხორხი|ხორხში]], [[ხახა]]ში, [[პირი]]სა და/ან [[ცხვირი]]ს ღრუებში ამოსუნთქული ჰაერნაკადი გარკვეულ ცვლილებებს განიცდის.
 
6. ჰაერნაკადი დაუბრკოლებლად ამოედინება ფილტვებიდან და გაივლის პირისა და ცხვირის ღრუებს. პირის ღრუს ფორმა იცვლება ენისა და ბაგეების სხვადასხვა მოძრაობების შესაბამისად. ასე წარმოქმნილ ბგერებს '''ხმოვნები''' ანუ '''ვოკიდები''' (ლათ. vocales) ) ეწოდება (მაგ. ქართ. ა,ე,ი,ო,უ). დანარჩენი ტიპის ბგერები '''თანხმოვნებია''' ანუ '''კონტოიდები''', '''კონსონანტები''' (ლათ. consonantes).
 
ერთნაირი რაგვარობის ბგერებს '''ჰომოგენური''' ბგერები ეწოდება, ხოლო სხვადასხვა რაგვარობის ბგერები ერთმანეთის მიმართ '''ჰეტეროგენულია'''.
 
===ბგერები არტიკულაციის ადგილის მიხედვით===
846

რედაქტირება