შიდა ქართლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
+ ru
ხაზი 1:
'''შიდა ქართლი''' არის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ [[საქართველო|საქართველოში]], [[ქართლი|ქართლის]] ერთი ნაწილი. მისი ადრინდელი სახელია ზენა სოფელი. შიდა ქართლი ისტორიულად მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც შემოფარგლული იყო: აღმოსავლეთით - [[არაგვი|არაგვით]], ჩრდილოეთით - [[კავკასიონი|კავკასიონით]], დასავლეთით - [[ლიხის ქედი|ლიხის ქედით]], სამხრეთით - [[თრიალეთის ქედი|თრიალეთის ქედით]].
 
 
შიდა ქართლის [[მტკვარი|მტკვრის]] სამხრეთით მდებარე ნაწილს გაღმამხარს უწოდებდნენ. მასზე გამავალი მდინარეები - [[ძამა]], [[ტანა]], [[თეძამი]] და [[კავთურა]] ქვედა წელში მცირე დაბლობებს ქმნიან, ხოლო მტკვრის ჩრდილოეთით დოღლაურის, ტირიფონის და მუხრანის ვრცელი ველებია, რომლებსაც სერავს მდინარეები: [[ფრონე]], [[ლიახვი]], [[ლეხურა]], [[ქსანი]] და [[არაგვი]].
 
 
შიდა ქართლის მდინარეების უმრავლესობა უძველესი დროიდანაა სარწყავად გამოყენებული. ვრცელი დაბლობები და საზაფხულო და საზამთრო საძოვრები ქმნიდნენ ინტენსიური მიწათმოქმედების და მესაქონლეობის განვითარების შესაძლებლობას. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზები, როგორც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ (ე.წ. არაგვის გზა), ისე აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ამან ხელი შეუწყო გზის გასწვრივ ქალაქების ჩამოყალიბებას: [[მცხეთა]], [[მუხრანი]], [[გორი]], [[ურბნისი]] და სხვა. შიდა ქართლის ბუნებრივმა პირობებმა და მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განსაზღვრეს ის როლი, რომელიც ამ რეგიონმა შეასრულა ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში.
 
 
ადრინდელ და შუა ფეოდალურ ხანაში შიდა ქართლის ტერიტორია ქართლის საერისთავოში შედიოდა. მონღოლთა შემოსევების შემდეგ მას გამოეყო [[ქსნის საერისთავო]] ([[XIII]] ს.), შემდეგ კი სხვა დიდი და მცირე ერთეულები: [[არაგვის საერისთავო]] ([[XIV]] ს.), [[საციციანო]] ([[XIV]] ს.), [[საამილახვრო]] ([[XV]] ს.), [[საჯავახო]] ([[XV]] ს.), [[სამაჩაბლო]] ([[XV]] ს.), [[სამუხრანბატონო]] ([[XVI]] ს.). [[XVI]] საუკუნიდან ქართლის სამეფო დაიყო ოთხ სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულად - სადროშოდ, რომელთაგან სამი ჩამოყალიბდა შიდა ქართლის ტერიტორიაზე. საქართველოს რუსეთთან შეერთების ეს მიწები თბილისის გუბერნიის გორისა და დუშეთის მაზრებში შედიოდა.
 
 
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისტორიული შიდა ქართლის ტერიტორიის დიდი ნაწილი [[შიდა ქართლის მხარე|შიდა ქართლის მხარეში]] შედის, მცირე ნაწილი - [[მცხეთა-მთიანეთის მხარე|მცხეთა-მთიანეთის]] (მცხეთა, ახალგორი) და [[სამცხე-ჯავახეთის მხარე|სამცხე-ჯავახეთის]] მხარეებში (ბორჯომი). ამჟამად შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი ე.წ. “[[ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა|სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის]]” სეპარატისტული რეჟიმის მიერ კონტროლირებად ანკლავს წარმოადგენს.
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები]]
 
[[ru:Шида Картли]]
[[კატეგორია:საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შიდა_ქართლი“-დან