ნანტის ედიქტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: en:Edict of Nantes
No edit summary
ხაზი 1:
'''ნანტის ედიქტი''' —კანონი, რომელიც ფრანგ პროტესტანდ-ჰუგენოტებს რწმენის თავისუფლებას ანიჭებდა. კანონი შედგენილ იქნა მეფე [[ჰენრიანრი IV]]-ის ბრძანებით და დამტკიცდა ნანტში, 1598 წლის 13 აპრილს. კანონი შედგებოდა 93 მუხლისა და 36 საიდუმლო დადგენილებისგან; ეს უკანასკნელი პარლამენტის მიერ განხილული არ იყო და მის პროტოკოლში არ შეუტანიათ. ედიქტის მიღებას წინ უძღოდა ჰუგენოტების მრავალრიცხოვანი საჩივრები და ხანგრძლივი მოლაპარაკებები მეფესთან.
 
მონაწილეთა მთავარი განხილვის თემა [[სამოქალაქო კავშირი]] იყო. შედეგად, ედიქტმა სამოქალაქო კავშირი რელიგიურისგან გამოყო, ასევე პირველად ისტორიაში ზოგიერთ პროტესტანტს ერეტიკოსის წოდება მოუხსნა, გაუხსნა რა გზა [[სეკულარიზმი|სეკულარიზმსა]] და [[ტოლერანტობა]]ს. პიროვნებისთვის თვითგამორკვევის თავისუფლების მინიჭებით, ედიქტი პროტესტანტებს მრავალ მნიშვნელოვან დათმობას სთავაზობდა, მათ შორის ამნისტიასა და მათი სამოქალაქო უფლებების აღდგენას (მოიცავდა ნებისმიერ სფეროში სამსახურის უფლებას და საჩივრების პირდაპირ მეფესთან მიტანის უფლებას). ედიქტმა ბოლო მოუღო რელიგიურ ომებს, რომელიც საფრანგეთის მოსახლეობას ერთმანეთთან აქიშპებდა XVI საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნანტის_ედიქტი“-დან