სოციოლინგვისტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''სოციოლინგვისტიკა''' — [[ენათმეცნიერება|ენათმეცნიერების]] ნაწილი, რომელიც სწავლობს საზოგადოების ერთი რომელიმე ან ზოგადად ყველა ასპექტის გავლენას [[მეტყველება|მეტყველების]] გამოყენებაზე. ამ მხრივ სოციოლინგვისტიკას ბევრი საერთო აზქვსაქვს [[პრაგმატიკა]]სთან.
 
სოციოლინგვისტიკის შესწავლის საგანს წარმოადგენს ის, თუ როგორ იცვლება მეტყველება გარკვეული სოციალური ცვლადების — მაგ. [[ეთნიკურობა]], [[რელიგია]], [[სტატუსი]], [[სქესი]], განათლების დონე და ა.შ. — მიხედვით განსხვავებულ ჯგუფებს შორის. მეტყველება იცვლება როგორც ადგილის ([[დიალექტი]]) ასევე [[სოციალური კლასი|სოციალური კლასების]] მიხედვით. სწორედ ამ [[სოციოლექტი|სოციოლექტებს]] სწავლობს სოციოლინგვისტიკა.
ხაზი 9:
სოციოლინგვისტიკის საშუალებით შესაძლოა განისაზღვროს სოციალური დამოკიდებულებებიდან გამომდინარე რამდენად განსხვავდება ამა თუ იმ სოციალური კლასის მეტყველება სტანდარტული მეტყველებისგან. მაგ. კონკრეტული ადგილობრივი მეტყველბა ვერ იქნება ადაპტირებული საქმიანი თუ პროფესიული წრეებისთვის. ისევე როგორც [[დიალექტოლოგია|დიალექტოლოგები]] სწავლობენ რეგიონალური დიალექტებისათვის დამახასიათებელ [[გრამატიკა]]ს, [[ლექსიკა]]ს, [[ფონეტიკა]]სა თუ სხვა ასპექტებს, ასევე სოციოლინგვსტები იკვლევენ სოციოლექტებს.
 
მეტყველების ვარიაციის შესწავლა დაკავშირებულია სოციალურ შეზღუდვებთან, რომლებიც განსაზღვრავს ენას მის კონტექსტუალურ გარემოში. ტერმინი „[[ლინგვისტური კოდების მონაცვლეობა]]“ იხმარება სხვადასხვა სოციალურ სიტუაციებში მეტყველების სხვადასხვა ნაირსახეობების გამოყენების აღსანიშნავად.
 
სოციოლინგვისტური კვლევების ფუძემდებლად უილიამ ლაბოვი ითვლება. მისი დამსახურება მეტყველების ვარიაციის რაოდენობრივი შესწავლის შემოტანა და [[მეტყველების სოციოლოგია|მეტყველების სოციოლოგიის]] მეცნიერულ დისციპლინად გარდაქმნა.
ხაზი 32:
 
===მაღალი და დაბალი პრეტიჟის ცვლილებები===
პრესტიჟის ცნება სოციოლინგვისტურ ანალიზში ცენტრალურია. ზოგიერთ ენობრივ ქმედებას მინიჭებული აქვს დადებითი ან უარყოფითი ღირებულება. ეს შეიძლება ხორციელდებოდეს სხვადასხვა დონეზე: ინდივიდუალური ბგერა/[[ფონემა|ფონემიდან]] დაწყებული მთლიანად მეტყველების არჩევით დამთავრებული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციოლინგვისტური თეორია უკავშირდება იმას, რომ მოსაუბრე საუბრის დროს გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ირჩევს ამა თუ იმ ენობრივ ვარიანტს.
 
===სოციალური ქსელი===