ქალთევზა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 31:
 
== აღმოსავლეთი ევროპა ==
 
აღმოსავლეთ [[ევროპა]]ში მცხოვრები სლავების ენებზე ქალთევზებს '''რუსალკები''', '''კუპალკები''' და '''ლოსკოტუხები''' ეწოდებათ. სლავური მითოლოგიით ისინი მავნებლები არიან. ქალთევზებად როგორც წესი წყალში დამხრჩვალი გოგონები გადაიქცევიან, რომლებიც უდროო დროს ბანაობდნენ და [[წყლის დევები|წყლის დევებმა]] ჩაითრიეს სიღრმეში რათა მხევლებად გამოეყენებინათ. ქალთევზებად ასევე შეიძლება ქცეულიყვნენ დაღუპული მოუნათლავი ბავშვები.
 
ძირითადად წყალში ცხოვრობენ, ხანდახან მინდვრებშიც — პოლუდენიცები, ხეებზე კი — ხის [[ალი|ალები]]. სლავურ ფოლკლორში მეტწილად ქალთევზებია ნახსენები, თუმცა, ზოგჯერ კაცთევზებზეც ვხვდებით მოთხრობებს. ხანდახან წყალში ჩავარდნილთა დამხმარეებადაც გვევლინებიან.
წარმოგვიდგენიან გრძელთმიანი, ლამაზი გოგონების სახით, ზოგჯერ კი კაპარჩხანა ქალების სახით (ჩრდილოეთის [[რუსები|რუსებში]]).
 
 
ქალთევზას სახე ერთდროულად წყალთან და მცენარეებთან იყო დაკავშირებული და წყლის სულებისა და საკარნავალო პერსონაჟების შტრიხებს აერთიანებდა (კოსტრომა, იარილი). ქალთევზას სიკვდილი მოსავლიანობის სიუხვესთან იყო დაკავშირებული. ალბათ აქედან უნდა იყოს ქალთევზების [[საიქიო]]სთან კავშირი: როგორც ჩანს, [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] დამკვიდრებასთან ერთად, ქალთევზები არაბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილ უწმინდურ არსებებთან გაიგივდნენ.
 
== ვარშავის ქალთევზა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქალთევზა“-დან