თბილისის საამირო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რობოტი შეცვლა: he:אמירות טביליסי
+რუკა
ხაზი 1:
[[სურათი:Georgia map 830-1020.gif|thumb|300px|საქართველო 830-1020 წლებში]]
'''თბილისის საამირო''' - [[ბაღდადის სახალიფო|არაბთა სახალიფოს]] ვასალური პოლიტიკური ერთეული [[საქართველო|საქართველოში]], არსებობდა [[736]]-[[1122]] წლებში. არაბი ამირები თავიდან მთელ აღმოსავლეთ საქართველოს მართავდნენ, მაგრამ ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგად მათი სამფლობელო ნელ-ნელა შემცირდა. [[IX საუკუნე|IX საუკუნის]] დასაწყისში საამირო მოიცავდა მხოლოდ [[ქართლი|ქართლს]], ხოლო [[XI საუკუნე|XI საუკუნიდან]] – ქალაქ [[თბილისი|თბილისს]] და მის მიმდებარე მიწებს [[ქვემო ქართლი|ქვემო ქართლის]] ტერიტორიაზე. საამირო საკუთარი დამოუკიდებლობისათვის ებრძოდა ქართულ სამეფო-სამთავროებს, ასევე სახალიფოს ცენტრალურ ხელისუფლებას. საამიროს სამი დინასტიის - შუაბიანთა, შაბანიანთა და ჯაფარიანთა წარმომადგენლები მართავდნენ. [[1122]] წელს თბილისი არაბთაგან გაათავისუფლა [[დავით IV|დავით აღმაშენებელმა]] და საქართველოს დედაქალაქად გამოაცხადა.