ლორე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატ.
No edit summary
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება|ლორი|ლორი (მრავალმნიშვნელოვანი)}}
'''ლორე''', ''ლორი'' ({{lang-hy|Լոռի}}), შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი და ისტორიული მხარე [[ტაშირი|ტაშირში]] (ახლანდელი [[სომხეთი]]). ქალაქის ნანგრევები შემორჩენილია ქ. [[სტეფანავანი]]ს ახლოს. დაარსდა XI საუკუნეში, 1065 წლიდან [[კვირიკიდები]]ს დინასტიის მიერ ჩამოყალიბებული [[ტაშირძორაგეტის სამეფო]]ს ცენტრი. მდებარეობდა მაღალ სამკუთხა პლატოზე. ორი მხრით ხეობები იცავდა, მესამე მხრით — ციხესიმაგრეთა კედლების სისტემა. [[1118]] წელს მეფე [[დავით IV|დავით IV აღმაშენებელმა]] ლორე მიმდებარე ტერიტორიებით [[საქართველო]]ს სახელმწიფოს შემოუერთა. განსაკუთრებული სამხედრო მნიშვნელობის გამო იგი საქართველოს ამირსპასალართა სადგომი პუნქტი გახდა. განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში მთელ ტაშირს ლორე ეწოდა. 1177 წელს ლორე მეფე [[გიორგი III (საქართველოს მეფე)|გიორგი III-ის]] წინააღმდეგ აჯანყებული [[ივანე ორბელი]]სა და [[დემნა (დემეტრე) უფლისწული|დემნა უფრისწულის]] უკანასკნელი საყრდენი პუნქტი იყო. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ქალაქი ამირსპასალარ ყუბასარს გადაეცა. 1186 წლიდან ლორეს [[მხარგრძელები|მხარგრძელთა]] ფეოდალური საგვარეულო ფლობდა და საქართველოს სანაპირო საერისთავოს ცენტრი იყო. მხარგრძელთა მმართველობის დროს ქალაქი აყვავდა. აშენდა სასახლეები, ეკლესიები, ხიდები. 1236 წელს ლორე მონღოლებმა აიღეს და სასტიკად დაარბიეს. XIV-XV საუკუნეებში ქალაქი მნიშვნელოვნად დაქვეითდა და ციხესიმაგრის ფუნქციაღა შერჩა. XVI-XVIII საუკუნეებში საბოლოოდ დააკნინა ირანელთა და ოსმალთა ლაშქრობებმა.
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლორე“-დან