მეცხოველეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: sq:Blegtoria
+image
ხაზი 1:
[[სურათი:Cattle and sheep.jpg|thumb|300px|ნახირი და ფარა]]
'''მეცხოველეობა''', [[სოფლის მეურნეობა|სოფლის მეურნეობის]] დარგი, რომლის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოშენება და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება. მეცხოველეობა უზრუნველყოფს მოსახლეობას პროდუქტებით (რძე, ხორცი, კვერცხი და სხვა პროდუქტი), მსუბუქ მრეწველობას — ნედლეულით (მატყლი, ტყავი, ჯაგარი, ბეწვეული და სხვა), იძლევა გამწევ ძალას (ცხენი, ხარი, ვირი და სხვა), ორგანულ სასუქს. მეცხოველეობის პროდუქტებისა და მათი ნარჩენებისაგან ამზადებენ ცხოველურ საკვებს (მოხდილი რძე, ძვლისა და ძვალ-ხორცეულის ფქვილი და სხვა) , სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატს (ჰარმონიული პრეპარატები, სამკურნალო შტარი და სხვა). მეცხოველეობის ძირითადი დარგებია [[მეძროხეობა]], [[მეცხვარეობა]], [[მეღორეობა]], [[მეფრინველეობა]], [[მეთხეობა]], [[მეცხენეობა]], [[მეკამეჩეობა]], [[მებოცვრეობა]], [[მეფუტკრეობა]], [[მეთევზეობა]], [[მეაბრეშუმეობა]], [[მენადირეობა]].
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მეცხოველეობა“-დან