ოკრიბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
გამოდის გაზეთი „ოკრიბა“, შექმნილია საზოგადოება „ოკრიბა“, ტყიბულში ერთ–ერთ ქუჩას ეწოდება „ოკრიბის ქუჩა“, მუშაობს ადგილობრივი ტელეარხი „ოკრიბა“, თბილისში არსებობს ავტოსადგური „ოკრიბა“ და სხვ.
 
==ტოპონიმიკა==
[[ვახუშტი ბატონიშვილი]] თავის ნაშრომში “«აღწერა სამეფოსა საქრთველოსა" წერს: ბაგრატიონებმა «რა ჟამს დაიპყრეს სრულიად აფხაზეთი და ყოველი საქართველო, ამათ უწოდეს ქართლს ამერეთი და აფხაზეთს იმერეთი, ანუ იმერნი და ამერნი”. ადგილობრივები ლიხის მთას «საქართველოს დედას უწოდებენ. მის ერთ ძუძუს მტკვარი წოვს, მეორეს კი რიონი”. «რიკოთის” მიმყოლი «დედაბერას” მთაა, მას ებმის «კორტოხი” _ «ჯვარი”, მერე «ბზიხევი” «პერანგაზე” ადის და «დიდკავკასიონს” უერთდება. ამით მთავრდება ლიხთ-იმერეთის ქედი, რომელიც, ვახუშტის სიტყვით რომ ვთქვათ, «მდებარეობს ჩრდილოდამ სამხრეთით, კავკასიიდამ ღადომდე” .
 
იმერეთი იყოფა «ზემო და ქვემო იმერეთად”. გარდა ზემო და ქვემო იმერეთისა, იმერეთში გამოიყოფა აგრეთვე ოკრიბა<ref>რ. თოფჩიშვილი; დ. შავიანიძე</ref>. ზემო იმერეთი ქართლ-იმერეთის ქედიდან დაწყებული ყვირილას და ხანისწყლის რიონთან შერთვის ადგილამდე ვრცელდება. კოლხეთის დაბლობზე გაშლილი ქვემო იმერეთი კი, ყვირილა-ცხენისწყლის შესართავამდე მოდის. ახლანდელი ოკრიბა, რომელიც დღევანდელი ტყიბულის რაიონს მოიცავს, ხანგრძლივ ისტორიულ პროცესში ჩამოყალიბდა. ის საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარის, იმერეთის ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონია.
==სახელწოდება==
ოკრიბა წყაროებში პირველად მეთერთმეტე საუკუნეშია მოხსენიებული. სახელწოდება "ოკრიბა” მომდინარეობს ზანური "კირიბ” სიტყვიდან, რაც «საბატკნეს” ნიშნავს. ხალხში გავრცელებული მეორე მოსაზრება, უფრო სწორად ლეგენდა, მოგვითხრობს: «ერთხელ აქ სოლომონ მეფეს ჩაუვლია და ბევრი ხალხი უნახავს ერთად თავმოყრილი და უთქვამს: «ვო კრებაო” და ამის შემდეგ ქვია ოკრიბა”.
==გეოგრაფია==
ოკრიბა მდებარეობს დასავლეთ საქართველოში ჩრდილო განედის 428158-სა და 428278-ს შორის, ხოლო აღმოსავლეთ გრძედის 428438-ს და 438078-ს შორის და ვრცელდება ქუთაისიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით.
Line 41 ⟶ 44:
ძიროვანი ოკრიბის ერთ-ერთი ძველი და დიდი სოფელია. სოფელში ციხის არსებობას ადასტურებს ტოპონიმი «ნაციხვარი". «ადგილს «ნაციხვარი იმიტომ ჰქვია, რომ არის ციხე". საისტორიო საბუთებში არაა დაფიქსირებული წყალწითელას (სოფელ წყალწითელას _ დ. შავიანიძე) ციხე, რომელიც გვიან საუკუნეებში აშენებული ჩანს. მნიშვნელოვან თავდასაცავ ნაგებობას წარმოადგენს ხრესილის ციხე. სოფელ კურსებში გრიგოლ გოგოლაშვილის ეზოში დღესაცაა «ბერიციხის" ნარჩენი". ოკრიბის სათავდაცვო ნაგებობათა შორის განსაკუთრებული ყურადღების ღირსია სოფელ ციხიის ციხე. სოფლის სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. სოფელ კითხიჯში «ადგილს ჰქვია «ბერიციხე". საისტორიო წყაროებსა და საბუთებში არსად არაა დაფიქსირებული სოფელ ანტორიის ციხეც.
==ისტორია==
დღევანდელი ოკრიბა ისტორიულად და ეკონომიურად დაკავშირებულია იმერეთის უძველეს ცენტრ _ ქუთაისთან, ქუთაისის საერისთაოსთან, რომელიც «მოიცავდა იმერეთს, ოკრიბასა და ხანისწყლის დასავლეთ მხარეს გურიამდე (გვიანფეოდალური ხანის საჩხეიძეო, საჩინო-სალომინაო-საჩიჯავაძო და საჯავახო). მაშინ, როდესაც ვაკე იმერეთში უკვე XVI საუკუნეში ყმა-მამული ძირითადად სათავადო სახლებს შორის იყო განაწილებული, ოკრიბასა და არგვეთში მიწის უდიდესი ნაწილი მეფეს თუ ეკლესიას ეკუთვნოდა. აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ დასავლეთ საქართველოში და მათ შორის ოკრიბაში ადგილ-მამულებს და ყმა-გლეხებს ფლობდნენ საბერძნეთსა და სირია-პალესტინაში არსებული ქართული მონასტრები. ქრისტეს საფლავის მონასტერს გლეხები ჰყავდა ოკრიბის ორ სოფელში: ოჯოლაში (6 კომლი) და საწირეში (32 კომლი). თუმცა აქვე დავსძენთ, რომ, როგორც ისტორიული დოკუმენტები, ისე ეთნოგრაფიული მასალები, ოკრიბის სხვადასხვა სოფლების სხვადასხვა სათავადოს შემადგენლობაში ყოფნის შემთხვევებს ადასტურებენ. ოკრიბის სოფლები: ზედუბანი, დაბაძველი, საწირე, ივანოული, ძიროვანი მხეიძეთა სათავადოში შედიოდა (ვახუშტი; «გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში"; მთხრობელი ბ. ცირეკიძე, 72 წლის, 1994 წ.). ჩვენი მასალებით, «მხეიძის იყო მანდიკორი და ბობოთიც". მხეიძეების სათავადო სამეფო გადასახადებისაგან თავისუფლდებოდა. მხეიძეების ყმათაგან საურს მხოლოდ ათი კომლი იხდიდა, საუდიეროს კი არც ერთი. აგიაშვილებს ეკუთვნოდათ ცუცხვათი ნაწილობრივ. გარდა ცუცხვათისა, აგიაშვილებს მამულები ჰქონდათ ტყიბულში], სკიპსა და ვაშლარი მხარეში. ოკრიბაში, ჭყეპში, სოჩხეთში, გურნაში, ახალსოფელში, ძუყნურში. აგიაშვილებს ყმა-მამულები ჰქონდათ კისორეთშიც და ანტორიაშიც. ეთნოგრაფიული მასალებით, სოფელ ანტორიაში «ადგილობრივი ყიფიანი განაგებდა". აგიაშვილები თავიანთი სათავადოს მართვაში იყენებდნენ მოურავებს ყიფიანების და ჟორჟოლაძეების აზნაურული გვარებიდან. ჩვენი მასალებით, ოჯოლელ ქელბაქიანებს ეკუთვნოდათ ლეყერეთი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოკრიბა“-დან