იუგოსლავიის დაშლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 158:
[[იუგოსლავიის სახალხო არმია|ინას]] ჯარები გეგმავდა 48 საათის განმავლობაში დაემყარებინა კონტროლი ხორვატიასა და სლოვენიაში. მიუხედავად ამისა, ეს ვერ მოხერხდა, რადგან არათუ უბრალოდ ჯარისკაცების, არამედ საკუთარი თანამემამულეების მოკვლა მოუწევდათ. ამრიგად, სლოვენიამ მოახერხა რიცხობრივად უმცირესი მსხვერპლის გაღებით გამოყოფილიყო ფედერაციას.
 
([[1991]] წლის [[7 ივლისი]]) [[ბრიონი]]ს შეთანხმების მიხედვით სთხოვა ევროპის გაერთიანების თხოვნის საფუძველზე ხორვატიამ და სლოვენიამ სამი თვით შეეჩერებინა დამოუკიდებლობის პროცესი. ამ სამ თვეში მიაღწია [[სლოვენია]]მ დამოუკიდებლობას.
 
1991 წლის აგვისტოში მაინც დაიწყო ერთწლიანი ომი ხორვატიაში. სერბთა კრაინა ხორვატიის წინააღმდეგ აწარმოებდა ომს [[იუგოსლავიის სახალხო არმია|ინას]] მეშვეობით, რომელსაც სერბიიდან იმართებოდა.
 
1991 წლის სექტემბერში [[მაკედონია]]მ გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობის შესახებ. [[მაკედონია]] ერთადერთი ქვეყანა იყო, რომლის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას [[ბელგრადი]]ს წინააღმდეგობა არ მოჰყოლია. დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე 500 [[აშშ|ამერიკელი]] ჯარისკაცი იქნა გაგზავნილი [[გაერო]]ს მანდატით მშვიდობის შესანარჩუნებლად. პრეზიდენტმა [[კირო გლიკოროვი|კირო გლიკოროვმა]] შესძლო ჩამოეყალიბებინა კარგი ურთიერთობები [[ბელგრადი|ბელგრადთან]] და სხვა რესპუბლიკებთან.
 
1991 წლის ნოემბერში [[ლორდი კერინგტონი|ლორდ კერინგტონის]] თხოვნის საფუძველზე [[ევროპის გაერთიანება|ევროპის გაერთიანების]] მიერ ინიციირებულ ე. წ. [[ბადენტერის კომისია]]ს („Arbitration Commission of Peace Conference on Former Yugoslavia“) დაევალა შესაბამისი მოხსენების მომზადება იუგოსლავიის დაშლასთან დაკავშირებით. კომისია, რომელსაც [[რობერ ბადენტერი]] ხელმძღვანელობდა, შემდეგ დასკვნამდე მივიდა;
 
* იუგოსლავია იმყოფება დაშლის პროცესში.
* იუგოსლავიის წევრ რესპუბლიკებში მცხოვრებ [[სერბები|სერბებს]] საკუთარი რესპუბლიკების შექმნის უფლება არა აქვთ.
* ფედერაციის ცალკეულ წევრ რესპუბლიკებს [[საერთაშორისო სამართალი|საერთაშორისო სამართლის]] მიხედვით ცნობილი საზღვრები აქვთ და წარმოადგენენ რესპუბლიკებს.