გიორგი XI: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''გიორგი XI''' (დ. 1651 - გ. [[21 აპრილი]], [[1709]]), [[ქართლის სამეფო|ქართლის]] მეფე [[1676]]-[[1688]], [[1703]]-[[1709]]. [[ვახტანგ V|ვახტანგ V-ს]] ძე.
 
მისი მეფობის ხანა ხასიათდებოდა ირანთან ურთიერთობის გამწვავებით. გიორგი XI ცდილობდა მეფის ხელისუფლების განმტკიცებას და ირანელთა ბატონობის მოსპობას ქართლში. დახმარების მისაღებად დიპლომატიური მოლაპარაკება გამართა ოსმალეთთან. 1687 წლის 29 აპრილით დათარიღებულ წერილში თავისი და თავისი შვილის ბაგრატის სახელით ერთგულებას უცხადებს რომის პაპს [[ინოკენტი XI|ინოკენტ XI-ს]], აცხადებს თავს კათოლიკედ და პაპს სთხოვს, რომ ბრძანება გასცეს საქართველოს მხედრობისთვის. პაპის საპასუხო წერილებიდან სჩანს, რომ იგი მას [[კათოლიკე მეფე|კათოლიკე მეფეთა]] სიაში მოიხსენებს. თუმცა პრაქტიკულ დახმარებაზე არ არის საუბარი, რადგან მართალია ვენა ამ დროს ოსმალებისაგან ახალი განთავისუფლებულია (1683), მაგრამ საფრანგეთი ([[ლუი XIV]]) და გერმანია ([[ლეოპოლდ I]]) უკვე ერთმანეთში ომისათვის ემზადებიან და 1688 წელს დაიწყება კიდეც [[პფალცის ომი]]. ამას ემატებოდა ინოკენტი XI-ისა და ლუი XIV-ის დაძაბული ურთიერთობა. ევროპასთან ურთიერთობის მომსწრეა არა მხოლოდ გიორგი XI-ის ძმა [[ლევან ბატონიშვილი]], არამედ მისი ბიძაშვილი, [[ორბელიანი, სულხან-საბა|სულხან-საბა ორბელიანი]], რომლის აღზრდაზეც გიორგის ზეგავლენა სჩანს. გიორგი XI სათავეს უდებს ქართლის სამეფო შტოს ერთი ნაწილის პროევროპულ პოლიტიკურ მიმართულებას საგანმანათლებლო და რელიგიური თვალსაზრისით. ინტენსიური ურთიერთობა მისიონარებთან, პაპებთან და ევროპელ მონარქებთან, რომელიც გიორგი XI-მ და მისმა მომხრეებმა, პირველ რიგში მისმა ძმამ ლევანმა და სულხან-საბა ორბელიანმა ერთად დაიწყეს, და რომელიც მკაფიოდ გამოიხატა ლევანის შვილების, [[ქაიხოსრო|ქაიხოსრო მეფისა]] და [[ვახტანგ VI|ვახტანგ VI-ის]] პოლიტიკაში, გასტანს საუკუნე, და დასრულდება ლევანის შვილიშვილის, [[ანტონ I|ანტონ I-ის]] სიკვდილით.
ხაზი 7:
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:საქართველოს მეფეები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1651]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1709]]
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_XI“-დან