ონორე დე ბალზაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
layout impr. +category.
ხაზი 1:
[[სურათი:HBalzac.jpg|thumb|right|ონორე დე ბალზაკი]]
'''ონორე დე ბალზაკი''' (* [[20 მაისი]], [[1799]], [[ტური]] ― † [[18 აგვისტო]], [[1850]], [[პარიზი]]), [[ფრანგები|ფრანგი]] მწერალი.
'''ბალზაკი, ონორე დე''' (* [[20 მაისი]], [[1799]], [[ტური]] ― † [[18 აგვისტო]], [[1850]], [[პარიზი]]), [[ფრანგები|ფრანგი]] მწერალი. მამამისმა ქ. ტურის მერის თანაშემწემ, გლეხური გვარი მალსა არისტოკრატიულ დე ბალზაკად გადაიკეთა. დედა პარიზის წვრილბურჟუაზიული ოჯახიდან იყო გამოსული. [[1803]]-იდან ბალზაკი მიაბარეს ერთ-ერთ პანსიონში, [[1807]]-იდან - ვანდომის სასულიერო [[კოლეჟი|კოლეჟში]]. [[1814]] ოჯახი პარიზში გადასახლდა. ბალზაკი ჯერ ნოტარიუსის კანტორაში მუშაობდა, თან ლიტერატურის ლექციებს ისმენდა სორბონის უნივერსიტეტში, [[1816]]-ში მამის ნებით სამართლის სკოლაში შევიდა. [[1819]] დაამთავრა იგი, მაგრამ ოჯახს განუცხადა, რომ მისი მოწოდება ლიტერატურა იყო, განმარტოვდა მანსარდაში და წერას შეუდგა. პირველი ლიტერატურული ცდა - ტრაგედია "კრომველი" (1820) სუსტი აღმოჩნდა. 1822-იდან ბალზაკმა გზა გაიკვლია მკითხველისაკენ: ფსევდონიმით გამოაქვეყნა რამდენიმე მოდური რომანი, რპმლებიც შემდგომ თვითონვე უარყო. ხელმოცარულმა კომერციულ საქმეებს მიჰყო ხელი. ბედი სცადა გამომცემლისა და მესტამბის როლში, მაგრამ ეს ცდაც იმით დამთავრდა, რომ დაედო ვალი, რომელმაც შემდეგ მისი ლიტერატურილი ჰონორარის უდიდესი ნაწილი ჩანთქა. პირველი რომანი, რომელიც ბალზაკმა თავისად აღიარა და საზოგადოებაშიც გახმაურდა, იყო "შუანები" ([[1829]]). მას მოჰყვა: "ქორწინების ფიზიოლოგია" (1830), "გობსეკი" (1830), "უცხო შედევრი" (1831), "[[შაგრენის ტყავი]]" (1831), "ოცდაათი წლის ქალი" (1831). ბალზაკმა შესანიშნავი მთხრობელის სახელი მოიხვეჭა; მას დაუმეგობრდნენ გავლენიანი პირები, არისტოკტატი ქალები, რომელთა მეოხებით მაღალი წრის კარი გაეღო; მოსდიოდა მკითხველთა უამრავი წერილი. ერთ-ერთმა ასეთმა წერილმა [[1832]] სათავე დაუდო პოლონელი თავადის ცოლთა ე. ჰანსკასთან ბალზაკის ხანგრძლივ რომანს, რომელიც 18 წლის თავზე, მწერლის გარდაცვალებამდე 5 თვით ადრე, მათი შეუღლებით დამთავრდა. [[1832]]-იდან ბალზაკმა დაწერა რომანები და მოთხრობები: "სოფლის ექიმი" (1833), "ეჟენი გრანდე" (1833), "სერაფიტა" (1833), "აბსოლუტის ძიება" (1834), "მამა გორიო" (1834-[[1835]]), "ცელქი მოთხრობები" ([[1832]]-1837)... მან სამწერლო დიდების მწვერვალზე შედგა ფეხი, მცირე ხნით აისრულა კიდეც "ბრწყინვალე ცხოვრების" ნატვრა, ნამდვილი ბალზაკების გერბიც მიითვისა და ნაწილობრივ გოროზი არისტოკრატიული წრეების აღიარებასაც მიაღწია. [[1834]]-იდან ბალზაკმა პერსონაჟთა გამეორება დაიწყო სხვადასხვა ნაწარმოებში: მას მოუმწიფდა გეგმა, თავისი თხზულებებით შეექმნა ერთიანი "ადამიანური კომედია", რომელშიც 137 ნაწარმოები უნდა შესულიყო. [[1834]] შემდეგ დაიწერა: "გამქრალი ოცნებანი" (1837-1839), "ნუსინგენის სახლი" (1838), "კურტიზანების ბრწყინვალება" (1838), "კურტიზანების ბრწყინვალება და სიღატაკე" (1839-1847), "გლეხები" (1844), "კუზინ ბეტი" (1846), "კუზენ პონსი" (1847) და სხვა. ბალზაკი მწირივით ცხოვრობდა, ალყაშემორტყმული ულმობელი კრედიტორების მიერ, ჩქარობდა შეესრულებინა თავისი გეგმა და ვალებიც გაესტუმრებინა; ამავე დროს, თავს არ ანებებდა სარდინიაში ვერცხლის მადნის მოპოვებისა და პოლონეთ-საფრანგეთს შორის ხე-ტყის აღებ-მიცემობის წამოწყების ფანტასტიკურ პროექტებს. ამ პორობებშე მან გამოიჩინა არაადამიანური შრომისმოყვარეობა, 16-18 საათს მუშაობდა დღე-ღამეში და რკინის ჯანმრთელობა უძილობითა და ყავის სმით გაინადგურა.
 
==ბიოგრაფია==
მამამისმა, ქ. ტურის მერის თანაშემწემ, გლეხური გვარი მალსა არისტოკრატიულ დე ბალზაკად გადაიკეთა. დედა პარიზის წვრილბურჟუაზიული ოჯახიდან იყო გამოსული. [[1803]]-იდან ბალზაკი მიაბარეს ერთ-ერთ პანსიონში, [[1807]]-იდან - ვანდომის სასულიერო [[კოლეჟი|კოლეჟში]]. [[1814]] ოჯახი პარიზში გადასახლდა. ბალზაკი ჯერ ნოტარიუსის კანტორაში მუშაობდა, თან ლიტერატურის ლექციებს ისმენდა [[პარიზის უნივერსიტეტი|სორბონის უნივერსიტეტში]], [[1816]]-ში მამის ნებით სამართლის სკოლაში შევიდა. [[1819]] დაამთავრა იგი, მაგრამ ოჯახს განუცხადა, რომ მისი მოწოდება ლიტერატურა იყო, განმარტოვდა მანსარდაში და წერას შეუდგა.
 
==ადრეული შემოქმედება==
პირველი ლიტერატურული ცდა - ტრაგედია "კრომველი" (1820) სუსტი აღმოჩნდა. 1822-იდან ბალზაკმა გზა გაიკვლია მკითხველისაკენ: ფსევდონიმით გამოაქვეყნა რამდენიმე მოდური რომანი, რომლებიც შემდგომ თვითონვე უარყო. ხელმოცარულმა კომერციულ საქმეებს მიჰყო ხელი. ბედი სცადა გამომცემლისა და მესტამბის როლში, მაგრამ ეს ცდაც იმით დამთავრდა, რომ დაედო ვალი, რომელმაც შემდეგ მისი ლიტერატურილი ჰონორარის უდიდესი ნაწილი ჩანთქა. პირველი რომანი, რომელიც ბალზაკმა თავისად აღიარა და საზოგადოებაშიც გახმაურდა, იყო "შუანები" ([[1829]]). მას მოჰყვა: "ქორწინების ფიზიოლოგია" (1830), "გობსეკი" (1830), "უცხო შედევრი" (1831), "[[შაგრენის ტყავი]]" (1831), "ოცდაათი წლის ქალი" (1831). ბალზაკმა შესანიშნავი მთხრობელის სახელი მოიხვეჭა; მას დაუმეგობრდნენ გავლენიანი პირები, არისტოკტატი ქალები, რომელთა მეოხებით მაღალი წრის კარი გაეღო; მოსდიოდა მკითხველთა უამრავი წერილი. ერთ-ერთმა ასეთმა წერილმა [[1832]] სათავე დაუდო პოლონელი თავადის ცოლთა ე. ჰანსკასთან ბალზაკის ხანგრძლივ რომანს, რომელიც 18 წლის თავზე, მწერლის გარდაცვალებამდე 5 თვით ადრე, მათი შეუღლებით დამთავრდა.
 
==წარმატება==
'''ბალზაკი, ონორე დე''' (* [[20 მაისი]], [[1799]], [[ტური]] ― † [[18 აგვისტო]], [[1850]], [[პარიზი]]), [[ფრანგები|ფრანგი]] მწერალი. მამამისმა ქ. ტურის მერის თანაშემწემ, გლეხური გვარი მალსა არისტოკრატიულ დე ბალზაკად გადაიკეთა. დედა პარიზის წვრილბურჟუაზიული ოჯახიდან იყო გამოსული. [[1803]]-იდან ბალზაკი მიაბარეს ერთ-ერთ პანსიონში, [[1807]]-იდან - ვანდომის სასულიერო [[კოლეჟი|კოლეჟში]]. [[1814]] ოჯახი პარიზში გადასახლდა. ბალზაკი ჯერ ნოტარიუსის კანტორაში მუშაობდა, თან ლიტერატურის ლექციებს ისმენდა სორბონის უნივერსიტეტში, [[1816]]-ში მამის ნებით სამართლის სკოლაში შევიდა. [[1819]] დაამთავრა იგი, მაგრამ ოჯახს განუცხადა, რომ მისი მოწოდება ლიტერატურა იყო, განმარტოვდა მანსარდაში და წერას შეუდგა. პირველი ლიტერატურული ცდა - ტრაგედია "კრომველი" (1820) სუსტი აღმოჩნდა. 1822-იდან ბალზაკმა გზა გაიკვლია მკითხველისაკენ: ფსევდონიმით გამოაქვეყნა რამდენიმე მოდური რომანი, რპმლებიც შემდგომ თვითონვე უარყო. ხელმოცარულმა კომერციულ საქმეებს მიჰყო ხელი. ბედი სცადა გამომცემლისა და მესტამბის როლში, მაგრამ ეს ცდაც იმით დამთავრდა, რომ დაედო ვალი, რომელმაც შემდეგ მისი ლიტერატურილი ჰონორარის უდიდესი ნაწილი ჩანთქა. პირველი რომანი, რომელიც ბალზაკმა თავისად აღიარა და საზოგადოებაშიც გახმაურდა, იყო "შუანები" ([[1829]]). მას მოჰყვა: "ქორწინების ფიზიოლოგია" (1830), "გობსეკი" (1830), "უცხო შედევრი" (1831), "[[შაგრენის ტყავი]]" (1831), "ოცდაათი წლის ქალი" (1831). ბალზაკმა შესანიშნავი მთხრობელის სახელი მოიხვეჭა; მას დაუმეგობრდნენ გავლენიანი პირები, არისტოკტატი ქალები, რომელთა მეოხებით მაღალი წრის კარი გაეღო; მოსდიოდა მკითხველთა უამრავი წერილი. ერთ-ერთმა ასეთმა წერილმა [[1832]] სათავე დაუდო პოლონელი თავადის ცოლთა ე. ჰანსკასთან ბალზაკის ხანგრძლივ რომანს, რომელიც 18 წლის თავზე, მწერლის გარდაცვალებამდე 5 თვით ადრე, მათი შეუღლებით დამთავრდა. [[1832]]-იდან ბალზაკმა დაწერა რომანები და მოთხრობები: "სოფლის ექიმი" (1833), "ეჟენი გრანდე" (1833), "სერაფიტა" (1833), "აბსოლუტის ძიება" (1834), "მამა გორიო" (1834-[[1835]]), "ცელქი მოთხრობები" ([[1832]]-1837)... მან სამწერლო დიდების მწვერვალზე შედგა ფეხი, მცირე ხნით აისრულა კიდეც "ბრწყინვალე ცხოვრების" ნატვრა, ნამდვილი ბალზაკების გერბიც მიითვისა და ნაწილობრივ გოროზი არისტოკრატიული წრეების აღიარებასაც მიაღწია. [[1834]]-იდან ბალზაკმა პერსონაჟთა გამეორება დაიწყო სხვადასხვა ნაწარმოებში: მას მოუმწიფდა გეგმა, თავისი თხზულებებით შეექმნა ერთიანი "ადამიანური კომედია", რომელშიც 137 ნაწარმოები უნდა შესულიყო. [[1834]] შემდეგ დაიწერა: "გამქრალი ოცნებანი" (1837-1839), "ნუსინგენის სახლი" (1838), "კურტიზანების ბრწყინვალება" (1838), "კურტიზანების ბრწყინვალება და სიღატაკე" (1839-1847), "გლეხები" (1844), "კუზინ ბეტი" (1846), "კუზენ პონსი" (1847) და სხვა. ბალზაკი მწირივით ცხოვრობდა, ალყაშემორტყმული ულმობელი კრედიტორების მიერ, ჩქარობდა შეესრულებინა თავისი გეგმა და ვალებიც გაესტუმრებინა; ამავე დროს, თავს არ ანებებდა სარდინიაში ვერცხლის მადნის მოპოვებისა და პოლონეთ-საფრანგეთს შორის ხე-ტყის აღებ-მიცემობის წამოწყების ფანტასტიკურ პროექტებს. ამ პორობებშე მან გამოიჩინა არაადამიანური შრომისმოყვარეობა, 16-18 საათს მუშაობდა დღე-ღამეში და რკინის ჯანმრთელობა უძილობითა და გადამეტებული ყავის სმით გაინადგურა.
 
==მემკვიდრეობა==
[[სურათი:Perelachaise-Balzac-p1000398.jpg|thumb|left|ბალზაკის საფლავი, [[პერ-ლაშეზის სასაფლაო]] ([[პარიზი]])]]
ბალზაკმა მოასწრო 85 რომანისა და მოთხრობის დაწერა და დატოვა 50-მდე თხზულების მეტ-ნაკლებად სრული მონახაზი; შექმნა 2000-პერსონაჟიანი ეპოპეა - მთელი საზოგადოება, რომელსაც საკუთარი გენეალოგია, გეოეგრაფია და ცხოვრების ფილოსოფია აქვს. ეს ფილოსოფია გამომდინარეობს მწერლის მატერიალისტური მსოფლმხედველობიდან, რომელიც ზოგი რამით შუა საუკუნის მისტიკურ მატერიალიზს წააგავს. იგი შთაგონებული იყო [[ბიუფონი, ჟორჟ ლუი ლეკლერკ|ბიუფონის]], [[კიუვიე, ჟორჟ|კიუვიეს]], სენტ-ილერის საბუნებისმეტყველო მოძღვრებებითა და მეთოდებითაც, რომლებიც მხატვრულ პროზაში გადაჰქონდა. თავისი თხზულებებისათვის ბალზაკმა უამრავი ფაქტი შეაგროვა ბურჟუაზიული საზოგადოების ყოფიდან, ღრმად შეისწავლა დედაქალაქის, პროვინციისა და სოფლის, ბირჟის, ბანკის, ნოტარიუსის კანტორების, რედაქციების, სასამართლოს, ბუდუარისა თუ სალონის ცხოვრება მათი უწვრილმანესი დეტალებით.
 
ავტორისავე კლასიფიკაციით , "ადამიანური კომედია" შედგება ზნე-ჩვეულებათა, ფილოსოფიური და ანალიტიკური ეტიუდებისაგან. თავის მხრით, ზნე-ჩვეულებათა ეტიუდებში შემავალი ნაწარმოებები ქმნიან კერძო, პროვინციული, პარიზის, სამხედრო, პოლიტიკური და სოფლის ცხოვრების სცენებს. "ადამიანური კომედია" ბალზაკმა [[დანტე, ალიგიერი|დანტეს]] "ღვთაებრივი კომედიის" საპირისპიროდ შეარქვა თავის ქმნილებას. მან აქ მხატვრული ასახვის ობიექტად მოგვცა ამქვეყნიურობა, ე. ი. თანამედროვე ბურჟუაზიული საზოგადოება, მისი მხატვრული სინთეზი. "მე ვადგენ [[ბიწიერება|ბიწიერებისა]] და სათნოების ინვენტარს, აღვნიშნავ ვნებათა ღელვის უმთავრეს გამოხატულებათ, ვხატავ ხასიათებს, აღვნუსხავ საზ. ცხოვრების უმთავრეს მოვლენებს. მე, შესაძლოა, დავწერე ისტორია, რომელიც დავიწყებულია ისტორიკოსების მიერ, სახელდობრ, ზნე-ჩვეულებათა ისტორია", - წერდა ბალზაკი; მან შექმნა ფინანსისტებისა და ბირჟის სპეკულანტების, ნოტარიუსებისა და ადვოკატების, სამხედრო პირებისა და მოხელეების, რესპუბლიკელებისა და მონარქისტების, მეცნიერთა და ხელოვანთა, კარიერისტი ახალგაზრდებისა და გადაგვარებული არისტოკრატების, გამყიდველი ჟურნალისტებისა და საეჭვო ზნეობის დედაკაცთა ტიპების გალერეა. ამ საზოგადოებაში მატერიალური ინტერესი ჩრდილავს ყველაფერს; მამოძრავებელი ღერძი აქ ფულის სიყვარულია. მაგრამ თუ ბალზაკი რეალისტია ფაქტების დაგროვებაში, სოციალური გარემოსა და ადამიანის ცხოველური ინსტინქტების ასახვაში, თუ მისი რომანები საფრანგეთის სამი თაობის - პირველი იმპერიის, რესტავრაციისა და ივლისის მონარქიის მხატვრულ სურათს წარმოადგენს, მეორე მხრით, მას ახასიათებს რომანტიკული ინტერესი იდუმალი თუ არაჩვეულებრივი მოვლენებისადმი, რთული ინტრიგები, ცოტა არ იყოს მელოდრამის სიყვარულიც. მისთვის დამახასიათებელია აგრეთვე ფილოსოფიური ტირადები, მსჯელობანი სოციალური თუ მორალურ თემებზე, რის გამოც მოთხრობის მსვლელობა ხშირად ფერხდება.

ბალზაკის სტილი თანაბარი არ არის თანაბარი. მკვეთრი, გონებამახვილი აფორიზმების საოცრად ორიგინალური და ელვარე სახეების გვერდით გვხვდება გაზვიადებული მეტაფორებიც, მაღალფარდოვანი და ფუყე გამოთქმებიც. მაგრამ მას ბადალი არ ჰყავს სიძუნწის, სიხარბის, უძღებობის, ავხორცობის, პატივმოყვარეობის, სიძულვილის, სიყვარულის, მამაშვილური გრძნობების, სულიერი სიმტკიცის, სიკეთის, ერთი სიტყვით, ყველა იმ ძლიერი ვნებათა ღელვის გადმოცემაში, რომლებიც მის გმირებს ხასიათის სიდიადეს ანიჭებს მათი მორალური ან ფიზიკური სიმახინჯის მიუხედავადაც. სოციალურ პლანში ბალზაკის შემოქმედება მიუკერძოებლად ადასტურებს არისტოკრტიის დაცემას, ბურჟუაზიის გაბატონებას და მომავლისათვის ფრიად რადიკალური დასკვნების გამოტანის წინამძღვრებს იძლევა. თავისი შემოქმედებით ბალზაკმა მსოფლიო ლიტერატურაში სათავე დაუდო ახლებურ, მონუმენტურ, კრიტიკულ რეალიზმს. ერთგვარი ავტონომიური ადგილი უკავია ბალზაკის შემოქმედებაში პიკანტური ნოველების კრებულს "ცელქ მოთხრობებს", ეს არის უბადლო მოვლენა გასული ეპოქების - აღორძინებისა და შუა საუკუნეების - კულტურის შეგრძნების თვალსაზრისით. ბალზაკის შემოქმედებას იცნობენ მთელ მსოფლიოში, იგი მრავალ ენაზეა თარგმნილი. ქართულად მის თხზულებათა თარგმნას XX საუკუნის 30-იან წლებში ჩაუყარა საფუძველი [[ქიქოძე, გერონტი|გ. ქიქოძემ]].
 
[[კატეგორია:ფრანგები]]
[[კატეგორია:ფრანგი მწერლები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1799]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1850]]