'''აბუ ლ-ფაზლი''' (*დ. [[1551]] ― † გ. [[1602]]), [[ინდოელები | ინდოელი]] მემატიანე და ფილოსოფოსი. [[აქბარი | აქბარის]] ვეზირი და მეგობარი. განაგებდა [[ფადიშაჰი | ფადიშაჰის]] მიმოწერას საზღვარგარეთის ქვეყნებთან. სპარსულად დაწერა აქბარის მმართველობის ქრონიკა "აქბარის წიგნი" ("აქბარნამე"), რომლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია "აქბარის კანონები" ("აინ-ი აქბარი", ტ. 1-2, [[კალკუტა]], [[1867]]-[[1877]]). წიგნი შეიცავს მოგოლთა სახელმწიფოს ოლქების აღწერას, საგადასახადო უწყებებს, დადგენილებებსა და ავტობიოგრაფიას. შემორჩენილია აგრეთვე აბუ ლ-ფაზლის დიპლომატიური ეპისტოლეთა კრებული "აბუ ლ-ფაზლის თხზულება" ("ინშა-ი აბუ ლ-ფაზლ"). აბუ ლ-ფაზლი მოაკვლევინა აქბარის შვილმა [[ჯაჰანგირი | ჯაჰანგირმა]].