დრამის თეორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 5:
== არისტოტელისეული დრამა ==
 
ეს თეორია [[არისტოტელე]]მ (ჩვენი წელთაღრიცხვის 384–322) [[ანტიკური ბერძნული თეატრი]]სთვის შეიმუშავა თავისი დროის [[პოეტი|პოეტთა]] [[ტრაგედია|ტრაგედიის]] გაგების მიხედვით. ეპოსისაგან განსხვავებით ტრაგედიაში მოქმედების წარმოსახვა ([[მიმესისი]]) უნდა იყოს სამეტყველო ფორმაში გადმოცემული და გამოტახული, ანუ გათამაშებული და არა უბრალოდ შეტყობინებული, ან მონათხრობი. მოქმედების სცენიურ წარმოდგენას მიმდინარეობისას უნდა ახასიათებდეს გარკვეული აღმავლობა და ვარდნა, რათა თანაგანცდა, ან [[ელეოსი]] ([[ბერძნული ენა|''ბერძნულად'']] ≈ ‛ვაება’) და [[ფობოსი]] ([[ბერძნული ენა|''ბერძნულად'']] ≈ ‛ჟრუანტელი’) გამოიწვიოს და ამ [[აფექტი|აფექტების]] საშუალებით შედგეს [[კათარზისი]], ანუ [[ბერძნული ენა|ბერძნულიდან]] ქართულად ≈ ‛წმენდა’, ‛განწმენდა’, ‛თვითგანწმენდა’.
 
გარდა მისა, არისტოტელე დრამისათვის [[ადგილი]]ს, (მოქმედების ადგილი არ უნდა იცვლებოდეს) [[დრო]]ისა (მოქმედება უნდა სრულდებოდეს ერთი დღე–ღამის განმავლობაში) და [[მოქმედება|მოქმედების]] ერთიანობას მოითხოვს. [[ავტორი]]ს თანახმად, ([[არისტოტელე]]) თეატრალური პიესაში მთავარ მოქმედებას დასრულებული სახე უნდა ჰქონდეს; მოქმედების დასაწყისი, მოქმედების შუა ნაწილი, ანუ ცენტრი და მოქმედების დასასრული. ყოველივეს კი გამჭოლ ხაზად უნდა გასდევდეს ერთი მთავარი ამბავი, ან მოსახდენიანუ მთელი მოქმედების განმავლობაში ერთი და მთავარი მოსახდენი უნდა ჩაისახოს, ან დაიწყოს, განვითარდეს და დასრულდეს დროსა და [[სივრცე]]ში. [[დრამატურგია|დრამატურგი]]ს მიერ მოქმედებაში შემოტანილი ყოველი ახალი ელემენტი აუცილებლად უნდა მსახურებდეს მთავარი მოქმედების განვითარებას და განავრცობდეს მას რაღაც სიახლით, ანუ ყოველი შემოტანილი სიახლე მოქმედების მდინარებას უნდა ჰმატებდეს რამეს. რადგან, რასაც ფუნქცია არ გააჩნია, არისტოტელეს აზრით, არაა ერთი მთლიანის ნაწილი და ამდენად ზედმეტი და უსარგებლოა.
 
მრავალი ავტორი [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] მიწურულამდე ცდილობდა დრამები არისტოტელისეული კრიტერიუმების თანახმად ეწერა და ცდილობდა არისტოტელესთან შესაბამისობაში გაემართლებინა, ან ლეგიტიმურ–ეყო საკუთარი ხშირად არც თუ ისე კარგი [[პიესა]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დრამის_თეორია“-დან