ტაშისკარის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ტაშისკარის ბრძოლა 1609''', ბრძოლა ქართლის სამეფოსა და ოსმალთა და ყირიმელ თათართა ლაშქარს შორის. 1609 წლის ივნისში ქართლში შეიჭრა მტრის მრავალრიცხოვანი ჯარი, რომელმაც რამდენიმე სოფელი ააოხრა და გაძარცვა, მოსახლეობის ნაწილი დაატყვევა და სწრაფად მიადგა მანგლისს. მტერმა აქედან გაჭრა სცადა სოფ. ცხირეთისაკენ ([[შიდა ქართლი]]), სადაც მეფე [[ლუარსაბ II]] ეგულებოდათ. [[თევდორე კვეთელთელიკველთელი|თევდორე კვეთელთელმაკვეთელმა]] მოატყუა მტერი და სხვა მიმართულებით წაიყვანა. ამასობაში ქართველებმა ლაშქარი შეკრიბეს და [[სააკაძე, გიორგი|გ. სააკაძისა]] და [[ციციშვილი, ზაზა|ზ. ციციშვილის]] სარდლობით სოფ. ნიაბის (ახლანდელი [[კასპის რაიონი]]) ბოლოს, სხერტის ჭალაზე, მტერი უკუაქციეს. გორისაკენ გაბრუნებულთ მდ. მტკვარზე ხიდი აყრილი დახვდათ. მაშინ ახალციხისაკენ იბრუნეს პირი. სოფ. ბრბონასთან მდ. მტკვარი გადალახეს და სოფ. ტაშისკართან (ახლანდელი [[ხაშურის რაიონი]]) დაბანაკდნენ. ქართველთა ლაშქარი სოფ. ახალდაბასთან (ახლანდელი [[ბორჯომის რაიონი]]) მდ. მტკვარზე გადავიდა და მტერს ახალციხისაკენ გასასვლელი გზა გადუჭრა. სამხედრო თათბირზე გ. სააკაძის გეგმა მიიღეს და სარდლობაც მასვე დაევალა. ქართველთა ლაშქარი განთიადისას მოულოდნელად დაესხა თავს მტერს და თითქმის მთლიანად გაანადგურა, მხოლოდ მცირე ნაწილმა უშველა გაქცევით თავს. ქართველებს დიდძალი ნადავლი და ტყვე დარჩათ. ამ ბრძოლაში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი გ. სააკაძემ.
 
[[კატეგორია:საქართველოს ბრძოლები]]