დრამის თეორია: განსხვავება გადახედვებს შორის

ეს თეორია [[არისტოტელე]]მ (ჩვენი წელთაღრიცხვის 384–322) [[ანტიკური ბერძნული თეატრი]]სთვის შეიმუშავა თავისი დროის [[პოეტი|პოეტთა]] [[ტრაგედია|ტრაგედიის]] გაგების მიხედვით. ეპოსისაგან განსხვავებით ტრაგედიაში მოქმედების წარმოსახვა ([[მიმესისი]]) უნდა იყოს სამეტყველო ფორმაში გადმოცემული და გამოტახული, ანუ გათამაშებული და არა უბრალოდ შეტყობინებული, ან მონათხრობი. მოქმედების სცენიურ წარმოდგენას მიმდინარეობისას უნდა ახასიათებდეს გარკვეული აღმავლობა და ვარდნა, რათა თანაგანცდა, ან [[ელეოსი]] ([[ბერძნული ენა|''ბერძნულად'']] ≈ ‛ვაება’) და [[ფობოსი]] ([[ბერძნული ენა|''ბერძნულად'']] ≈ ‛ჟრუანტელი’) გამოიწვიოს და ამ [[აფექტი|აფექტების]] საშუალებით შედგეს [[კათარზისი]], ანუ [[ბერძნული ენა|''ბერძნულიდან'']] ქართულად ≈ ‛წმენდა’, ‛განწმენდა’, ‛თვითგანწმენდა’.
 
გარდა მისა, არისტოტელე დრამისათვის [[ადგილი]]ს, (მოქმედების ადგილი არ უნდა იცვლებოდეს) [[დრო]]ისა (მოქმედება უნდა სრულდებოდეს ერთი დღ–ღამის განმავლობაში) და [[მოქმედება|მოქმედების]] ერთიანობას მოითხოვს. ავტორის[[ავტორი]]ს თანახმად, ([[არისტოტელე]]) თეატრალური პიესაში მთავარ მოქმედებას დასრულებული სახე უნდა ჰქონდეს; მოქმედების დასაწყისი, მოქმედების შუა ნაწილი, ანუ ცენტრი და მოქმედების დასასრული. ყოველივეს კი გამჭოლ ხაზად უნდა გასდევდეს ერთი მთავარი ამბავი, ან მოსახდენი მთელი მოქმედების განმავლობაში. დრამატურგის[[დრამატურგია|დრამატურგი]]ს მიერ მოქმედებაში შემოტანილი ყოველი ახალი ელემენტი აუცილებლად უნდა ემსახურებოდესმსახურებდეს მთავარი მოქმედების განვითარებას და განავრცობდეს მას რაღაც სიახლით, ანუ ყოველი შემოტანილი სიახლე მოქმედების მდინარებამდინარებას უნდა ჰმატებდეს რამეს. რადგან, რასაც ფუნქცია არ გააჩნია, არისტოტელეს აზრით, არაა ერთი მთლიანის ნაწილი და ამდენად ზედმეტი და უსარგებლოა.
 
 
[[კატეგორია:თეატრი]]