დრამის თეორია: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: დრამის თეორიის მთავარი საკვლევი საკითხი არის ის, თუ რამდენად...
(განსხვავება არ არის)

08:43, 3 ივლისი 2008-ის ვერსია

დრამის თეორიის მთავარი საკვლევი საკითხი არის ის, თუ რამდენად შეეფერება კონკრეტულ დრამას კონკრეტული შინაარსი, სტრუქტურა და ფორმა და აქედან გამომდინარე დრამის თეორია ცდილობს შეიმუშავოს დრამის წერისა თუ რეციპიენტზე ზემოქმედების ზოგადი პრინციპები, რომლებიც თეორიებად ყალიბდება. ამგვარი დრამის თეორიები სხვადასხვა ავტორებმა, დრამატურგებმა სხვადასხვა დროს შეიმუშავეს. ამ თეორიებს შორის მრავალი განსხვავება შეინიშნება, მაგრამ ძირითადი განსხვავება კი ისაა, რომ ანტიკური და კლასიკური გუსტავ ფრაიტაგის დეფინიციის თანახმად დრამა ე.წ. დახურული დრამებს მიეკუთვნება, ხოლო ჰაინრიხ კლაისტიდან მოყოლებული ბიუხნერი და ბრეხტი ღია დრამებს წერდნენ.