ჯონ სტეინბეკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 24:
მსახიობმა [[გარდნერი, ევა|ევა გარდნერმა]] სტაინბეკს ელენ ანდერსონ სკოტი გააცნო წვეულებაზე, ვისთანაც მან 1950 წელს იქორწინა. წყვილს შვილები არ შესძენიათ.
 
===წარმატება===
კალიფორნიაში დაბრუნებული სტაინბეკი აღმაფრენას "კალიფორნიული რომანების" წერაში ხედავს, რომელთა ძირითადი მოტივი [[დიდი დეპრესია|დიდი დეპრესიის]] პერიოდის ჩვეულებრივ ადამიანთა ცხოვრებაა. მისმა სოციალურად დატვირთულმა რომანებმა სოფლის მშრომელთა მძიმე ტვირთზე უდიდესი კრიტიკული შეფასება მოიპოვა. "თაგვებსა და ადამიანებზე" - ნოველა წყვილ ემიგრანტ მუშათა ოცნებაზე ემუშავათ კალიფორნიის მიწაზე განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა. [[ბროდვეი (თეატრი)|ბროდვეის]] პროდიუსერმა [[ჰარისი, სემ|სემ ჰარისმა]] სტაინბეკს სთხოვა ამ ნოველის სცენური ადაპტაცია დაეწერა, თუმცა სტაინბეკს ამგვარი გამოცდილება მანამდე არ ჰქონია. ჰარისმა დახმარება ასევე სთხოვა რეჟისორ [[კაუფმანი, ჯორჯ|ჯორჯ კაუფმანს]], რომლის თანადგომითა და წაქეზებით სტაინბეკმა შესძლო ნოველის პიესად გადაკეთება. ბროდვეიზე დადგმულ სპექტაკლს მყისიერი წარმატება ხვდა წილად; მასში მონაწილებდნენ ბროდერიკ კროუფორდი "ლენის" როლში და უოლას ფორდი, ლენის ბიძაშვილი და კომპანიონი "ჯორჯის" როლში. სტაინბეკმა უარი თქვა სპექტაკლის პრემიერისთვის ნიუ-იორკში მგზავრობაზე, ვინაიდან მისი თქმით თავად ნაწარმოები იმდენად სრულყოფილი იყო, მისი ნებისმიერი სცენური შესრულება განწირული იყო გაწბილებისთვის. სპექტაკლი მალევე ჰოლივუდის ფილმისთვის გადაკეთდა, რომელშიც 1939 წელს "ლენის" როლი ბრწყინვალედ შეასრულა [[ჩეინი, ლონ|ლონ ჩეინიმ]], ხოლო "ჯორჯისა" კი - [[მერედითი, ბურგეს|ბურგეს მერედითმა]]. სტაინბეკს წარმატების ეს ტალღა თან გაჰყვა "რისხვის მტევნებშიც" (1939) -- რომანი, რომელსაც საფუძვლად მისი სან-ფრანცისკოს გაზეთისთვის დაწერილი სტატიები დაედო, და რომელიც კრიტიკოსთა მიერ მის საუკეთესო ნამუშევრადაა აღიარებული. რომანმა [[პულიცერის პრემია]] დაიმსახურა 1940 წელს და იმავე წელს დაიდგა ჯონ ფორდის ფილმში, სადაც მთავარ როლს [[ფონდა, ჰენრი|ჰენრი ფონდა]] ასრულებს.
 
"რისხვის მტევნების" წარმატება უეკლო არ ყოფილა. სტაინბეკის ლიბერალურმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა კაპიტალიზმის მახინჯ მხარეებზე და დასტ-ბოულის მიგრაციების ისტორიულ მოვლენათა მითიურმა რეინტერპრეტაციამ ავტორზე მის მშობლიურ შტატში მწვავე შეტაკებები გამოიწვია. განსაკუთრებით აგრესიულობით გამოირჩეოდნენ მსხვილი მიწათმფლობელები და ბანკირები, რომლებიც ავტორზე ათასგვარ ჭორს ავრცელებდნენ.
 
===1940-60-იანი წლები===
 
==ნამუშევრები==
 
==რესურსები ინტერნეტში==
*[http://www.freeinfosociety.com/site.php?postnum=652 ბიოგრაფია და ფოტოები.]
 
{{ბიოგრაფია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯონ_სტეინბეკი“-დან