მოქცევაჲ ქართლისაჲ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
 
სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობაა იმის თაობაზე, არის თუ არა „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ ერთი მთლიანი თხზულება, თუ შედგება სხვადასხვა ავტორის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი 2 ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ნაწარმოებისაგან. უფრო საფუძვლი ჩანს ვარაუდი, რომ „ქრონიკა“ და „ნინოს ცხოვრება“ სხვადასხვა ავტორს ეკუთვნის და გვიან არის გაერთიანებული რედაქტორის მიერ. მათი გაერთიანება უფრო ადრე უნდა მომხდარიყო, ვიდრე შატბერდის კრებული შედგებოდა: [[ლეონტი მროველი]] „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ უკვე ერთიანი სახით იცნობს და ამასთანავე იგი სარგებლობს ისეთი პროტორედაქციით, რომლისგანაც უნდა მომდინარეობდეს როგორც შატბერდული, ისე ჭელიშური რედაქცია.
 
„ქრონიკაში“ შედარებით ვრცლად არის მოთხრობილი ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობა ქართლში და ''არიან- ქართლის'' მეფის ძია აზოს გამეფება, შემდეგ მოცემულია ქართლის წარმართ მეფეთა სია და ლაკონიურად აღის აღნუსხული მათი საქმიანობის უმთავრესი მომენტები; ეს სია უკანასკნელი წარმართი მეფით მირიანით მთავრდება. შემდეგ მოთხრობილია პირველი ქრისტიანი მეფის, იმავე მირიანის, შესახებ. ამ ნაწილში „ქრონიკის“ საერთო მასშტაბებთან შედარებით დიდი ადგილი უკავია ქართლის გაქრისტიანების ისტორიას, რომელიც მთავრდება წმინდა ნინოსა და მირიან მეფის გარდაცვალებით. ამას მისდევს მეფე-ერისთავთა და კათოლიკოს-ეპისკოპოსთა სია ბაკურ მეფის დროიდან სტეფანოს II ერისმთავრამდე. ზოგჯერ აღნიშნულია მათი საქმიანობის უმთავრესი მომენტები. შედარებით ვრცელი ადგილი უკავია ვახტანგ გორგასლის მეფოსბას და ჰერაკლე კეისრის ლაშქრობას ქართლში; მოცემულია ქართლის ერისთავთა და კათოლიკოსთა სია გუარამ ერისთავამდე.
 
სავარაუდოა, რომ თავდაპირველად დაიწერა ქართლის ისტორია მირიან მეფის გარდაცვალებამდე და მას ეწოდებოდა „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ მასში შედიოდა ქართლის სამეფოს შექმნის, მცხეთის შენების მშრალი ქრონიკა, წარმართ მეფეთა სია და ნინოს მიერ ქართლის გაქრისტიანების ვრცელი მოთხრობა. ასეთი სტრუქტურა ზუსტად ასახავს ტრადიციული საეკლესიო ისტორიებისა და ქრონიკების მოდელს. შემდეგში „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ , როგორც ჩანს, დაემატა სხვა ნაწილებიც, ხოლო სათაური ძველი შერჩა. სულ ბოლოს (IX საუკუნის 30-იანი წლები) მას უნდა დართვოდა ერისთავებისა და კათოლიკოსების სია. ამასთან ერთად უნდა შექმნილიყო ის პროტორედაქცია, რომლიდანაც მიმდინარეობს შატბერდული და ჭელიშური რედაქციები და რომელმაც „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ სათაურით გააერთიანა „ქრონიკა“ და „ნინოს ცხოვრება“.
 
==ძირითადი გამოცემები==