ლიპარიტ IV: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
|<small>საკუთარ სახელს "'''ლიპარიტ'''" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: [[ლიპარიტ]]
|}</small>
'''ლიპარიტ IV''' ''ბაღვაში'', [[კლდეკარის საერისთავო | კლდეკარის]] ერისთავი XI საუკუნის 30-60-იან წლებში, [[ლიპარიტ III | ლიპარიტ III-ის]] ძე. [[ბაგრატ IV | ბაგრატ IV-ის]] მცირეწლოვანების პერიოდში [[საქართველო | საქართველოს]] ფაქტობრივი გამგებელი იყო ქართლის ერისთავი [[აბაზასძე, ივანე | ივანე აბაზასძესთან]] ერთად. [[1028]] ლიპარიტ IV-მ დაამარცხა ბიზანტიის კეისრის კონსტანტინეს მიერ საქართველოს ასაოხრებლად გამოგზავნილი ლაშქარი. შემდეგ კი ივანე აბაზასძესთან ერთად მეთაურობდა საქართველოს შეერთებულ ლაშქარს, რომელმაც მდინარე ეკლეცთან სძლია საქართველოს მეფის ყმობისაგან თავდახსნილი განძის ამირა ფადლონის ჯარს. [[1032]] ლიპარიტ IV-მ დაატყვევა [[თბილისი | თბილისის]] ამირა და ერთი ციხე წარრთვაწაართვა, მაგრამ მისი მოწინააღმდეგე დიდაზნაურების რჩევით მეფემ ტყვე გაათავისუფლა, იყმო და ამირადვე დაიტოვა. [[1037]]-38[[1038]] ლიპარიტ IV-ის ჩაგონებით ბაგრატ IV-ის ლაშქარი კახთა მეფის ჯართან ერთად თბილისს შემოადგა. 2 წლის ალყის შემდეგ ბაგრატ IV ლიპარიტ IV-ის უკითხავად ამირას დაუზავდა. ამით განაწყენებული ლიპარიტ IV საბოლოოდ გაუორგულდა მეფეს, დაუკავშირდა [[ბიზანტია | ბიზანტიას]], რომელმაც მალე იგი დამხმარე ლაშქრით, დიდძალი ფულითა და საქართველოს სამეფო ტახტის მაძიებელი დემეტრე გიორგის ძის თანხლებით ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ გამოგზავნა. ლიპარიტ IV-მ ალყა შემოარტყა სამეფო ციხე ატენს, მაგრამ შემდეგ საქმე გართულდა და იგი ბაგრატ IV-ს დაუზავდა. მეფემ ლიპარიტ IV-ს ქართლის ერისთავობა უბოძა, მაგრამ ლიპარიტ IV აგრესიული ბიზანტიის აგენტი იყო და ფარულად თუ აშკარად საქართველოს გაერთიანება-გაძლიერებას ებრძოდა. მან ერთ-ერთი ბრძოლის დროს გამოიხსნა ბაგრატ IV-თან მძევლად მყოფი თავისი შვილი [[ივანე ლიპარიტის ძე | ივანე]], შემდეგ სასირეთის ჭალაში ბრძოლისას მეფე დაამარცხა კიდეც. [[1048]] ლიპარიტ IV მონაწილეობდა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში ბიზანტიის მხარეზე . [[თურქები | თურქებმა]] სძლიეს ბიზანტიელებს, ლიპარიტ IV კი ტყვედ ჩავარდა. [[1051]] იგი გაათავისუფლეს ტყვეობიდან და საქართველოში დაბრუნდა. აქ ბიზანტიის მხარდაჭერით კვლავ მომძლავრდა. [[1054]] ბიზანტიის კეისრის მოთხოვნით ლიპარიტ IV მთელი სამხრეთ საქართველოს მთავარი გახდა. [[1058]] მეფის ერთგულმა მესხმა აზნაურებმა [[სულა კალმახის ერისთავი |სულა კალმახის ერისთავის]] მეთაურობით შეიპყრეს ლიპარიტ IV და მიჰგვარეს მეფეს, რომელმაც ორგული ფეოდალი იძულებით ბერად შეაყენა. ამის შემდეგ ბერი ანტონი (ლიპარიტყოფილი) ბიზანტიაში გადაიხვეწა. [[კონსტანტინოპოლი | კონსტანტინოპოლში]] ლიპარიტ IV ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა. შემორჩენილია მისი ზოგიერთი თხზულება. [[მატიანე ქართლისაჲ |"მატიანე ქართლისაჲ-ს"]] ცნობით, ლიპარიტ IV გარდაიცვალა კონსტანტინოპოლში, საიდანაც საქართველოში ჩამოუსვენებიათ და [[კაცხი | კაცხში]] დაუკრძალავთ.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლიპარიტ_IV“-დან