მოსხები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მოსხები''', ისტორიულ სამხრეთ საქართველოში მცხოვრები ერთ-ერთ...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''მოსხები''', ისტორიულ სამხრეთ საქართველოში მცხოვრები ერთ-ერთი [[ქართველები|ქართველი]] ტომი. ამ ფორმით ეს სახელი გვხვდება [[ანტიკური ხანა|ანტიკური ხანის]] ავტორებთან ([[ჰეკატეოს მილეტელი]]დან, ძვ. წ. VI საუკუნიდან, მოყოლებული). მოსხებს თვლიან ძველ აღმოსავლურ ([[ასურეთი|ასურულ]], [[ურარტუ|ურარტულ]]) წყაროებში მოსხენიებული [[მუშქები]]ს შთამომავლებად და უფრო გვიანდელი [[მესხები]]ს წინაპრებად. მიჩნეულია, რომ მუშქების სამეფოს (ანუ ფრიგიის) დაცემის შემდეგ (ძვ. წ. 676) ამ ტომებმა ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისკენ გადაინაცვლეს და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში დამკვიდრდნენ. ძვ. წ. V. საუკუნეში მოსხები სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის სხვა ტომებთან ერთად ([[ტიბარენები]], [[მაკრონები]], [[მოსინიკები]], [[მარები]]) [[აქემენიდები|აქემენიდთა]] სპარსეთის XIX სატრაპიაში შედიოდნენ. მოსხები მონაწილეობდნენ სპარსეთის მეფის [[ქსერქსე]]ს ლაშქრობაში საბერძნეთზე. ამ დროს ისინი შეიარაღებული ყოფილან მცირე ფარებით და შუბებით (ასევე იყვნენ შეიარაღებული ტიბარენები, მაკრონები და მოსინიკები).
 
მოსხების სახელი ეწოდება, ანტიკური მწერლობის ცნობით, [[მცირე კავკასიონი]]ს ერთ-ერთ განშტოებას („მოსხური მთები“). სტრაბონის (I საუკუნე) ცნობით, [[კოლხეთი]] მდებარეობდა [[კავკასიონი|კავკასიონსა]] და მოსხურ მთებს შორის.
 
==ლიტერატურა==
*''Меликишвили Г. А.'', К истории древней Грузии, Тб., 1959;
*''მელიქიშვილი გ.,'' ქსე, ტ. 7, გვ. 146, თბ., 1984
 
[[კატეგორია:ქართული ტომები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მოსხები“-დან