კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 39:
==კონფედერაცია ჩეჩნეთის წინააღმდეგ==
 
დაარსებისთანავე „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია“ ჩეჩნეთში, რუსეთის ფედერაციის ერთადერთ თვითგამოცხადებულ სახელმწიფოში - რომელიც რუსეთიდან გასვლას და საერთაშორისო ცნობას ითხოვდა - პოლიტიკური გავლენის სფეროში დაუპირისპირდა ჩეჩნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და პირველ რიგში ჩეჩნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, პრეზიდენტს ჯ.დუდაევს. „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციას“ კრემლში მთავარი მხადამჭერის სახით ჰყავდა რუსეთის დუმის თავმჯდომარე ჩეჩენი რ.ხასბულატოვი.
 
 
აფხაზეთში ომის დაწყების დროიდან, სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერებულმა „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციამ“ გაააქტიურა ბრძოლა ჩეჩნეთში მისი ძალაუფლების დასამყარებლად პრეზიდენტ ჯ.დუდაევის წინააღმდეგ. განსაკუთრებით დაიძაბა პოლიტიკური სიტუაცია ჩეჩნეთში აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ, როდესაც კონფედრაციამ თავისი შეიარაღებული ძალების არსებითი ნაწილი ჩეჩნეთში გადაისროლა და ჯ.დუდაევის დასამხობად დაუფარავ ბრძოლას შეუდგა. გროზნიში რუსეთის პირდაპირი მხარდაჭერით კონფედერაციამ მოაწყო ორი პუტჩი, რომელთაგან 1994 წლის ზაფხულის „თეატრალური მოედნის პუტჩს“ მოჰყვა არსებითი შეიარაღებული შეტაკება ტენკების გამოყენებით, კონფერედაციის მომხრეთა დამარცხება და მისი სრული განდევნა ჩეჩნეთიდან - კონფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარე იუ.სასლანბეკოვი გაიქცა ჩეჩნეთიდან და მოსკოვს შეაფარა თავი. ჩეჩნეთის უხუცესთა ყრილობამ იუ.სასლანბეკოვი და რ.ხასბულატოვი ჩეჩენი ერის მოღალატედებად გამოაცხადა.
 
==კონფედერაციის დასასრული==