საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჩატარებული პირველი მრავალპარტიული, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები.
 
==წინაისტორია==
 
'''1990 წლის მარტის''' საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს კომუნისტური არჩევნების ჩაშლა.
 
 
'''1990 წლის 11-13 მარტს''' ფილარმონიაში მოწვეული იქნა ანტისაბჭოთა და ეროვნული ძალების კონფერენცია რომლის მიზანი იყო შექმნილიყო ორგანო - საკოორდინაციო საბჭოს სახით. კონფერენციის დაწყებისთანავე გამოიკვეთა ორი - მკვეთრად განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია:
* ეროვნული მოძრაობის ძალები, რომლებიც შემოიკრიბნენ ზვიად გამსახურდიას გარშემო აუცილებლად თვლიდნენ საბჭოთა კანონების გამოყენებას, სსრკ კანონის ფარგლებში არჩევნების ჩატარებას, არჩევნების მოგებას და ამ გზით დაფუძნებული ლეგიტიმური ხელისუფლების გამოყენებას საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან კანონიერი, ლეგიტიმური გასვლისათვის (ამ გზას მაშინ „ლიტვის გზას“ უწოდებდნენ - რამდენადაც ლიტვამ 1990 წლის 11 მარტს სწორედ ამ გზით დაიწყო სსრკ-დან გასვლა).
* სხვა პრო-დისიდენტური, ანტისაბჭოთა ძალები, რომელნიც შემოკრებილნი იყვნენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტის (გიორგი ჭანტურია), ეროვნული დამოუკიდებლობის პარტის (თავმჯდომარე ირაკლი წერეთელი), კონსერვატორული პარტის (თემურ ჟორჟოლიანი,) საქართველოს "მხედრიონის" (ჯაბა იოსელიანი) გარშემო და იდეოლოგიურად მისდევდნენ ანდრეი სახაროვს, მერაბ მამარდაშვილს, ნიკო ჭავჭავაძეს, რევაზ ჩხეიძეს. ეს ძალები არჩევნების გზით პოლიტიკურ განვითარებას შეუძლებლად თვლიდნენ და მოითხოვდნენ პირველ რიგში მიღწეული ყოფილიყო საბჭოთა არმიის გაყვანა საქართველოდან. ზოგადად მათი პოლიტიკური კრედო იყო: „ჯერ - თავისუფლება: შემდეგ - დამოუკიდებლობა“.
 
 
Line 10 ⟶ 19:
'''[[1990]] წლის [[20 ივნისი|20 ივნისს]]''' საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს დადგენილებით დაიგმო საქართველოს ოკუპაცია და სსრ კავშირში ანექსია და იგი გახდა სამართლებრივი და იურიდიული საფუძველი ახალი, კანონიერი მრავალპარტიული არჩევნების ჩასატარებლად.
 
 
==არჩევნები==
 
'''1990 წლის 28 ოქტომბრის''' უზენაესი საბჭოს მრავალპარტიულ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ზ.გამსახურდიას მიერ შექმნილმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა პოლიტიკურმა ბლოკმა "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო".
 
Line 23 ⟶ 34:
 
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი საბჭოს 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები იყო საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჩატარებული პირველი დემოკრატიული, მრავალპარტიული, თავისუფალი არჩევნები - რომლის მონიტორინგს ატარებდა მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს ასობით მეთვალყურე.
 
 
მიუხედავად საბჭოთა იმპერიის სპეცსამსახურების, კომუნისტური პარტ-ნომენკლატურის და სპეცსამსახურების მიერ ეროვნულ მოძრაობაში ჩანერგილი აგენტურის გააფთრებული წინააღმდეგობისა, ზ. გამსახურდიას ინიციატივით 1989 წლის დამლევს შექმნილმა გაერთიანებამ, - პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების "მრგვალმა მაგიდამ" შეძლო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1990 წლის მარტის კომუნისტური არჩევნების ჩაშლა და მიაღწია იმავე წლის 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული და, რაც მეტად პრინციპული და მნიშვნელოვანია, - არასაბჭოთა საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.
 
 
აქვე უნდა განიმარტოს, თუ რატომ იყო ეს არჩევნები არასაბჭოთა: არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ორგანიზაციების რეგისტრაციას ახდენდა არა საბჭოთა ხელისუფლება, არამედ პარიტეტულ საფუძველზე არჩეული ცენტრალური საარჩევნო კომისია. ამასთან, საბჭოთა იმპერიაში პირველად არჩევნებს ზედამხედველობას უწევდნენ უცხოეთიდან ჩამოსული საერთაშორისო დამკვირვებლები.
 
 
არჩევნების შედეგებმა გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს: დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს საარჩევნო ბლოკის "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო" ორგანიზაციებმა. 1990 წლის 14 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს პირველი სესია, რომელმაც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღიარებული ლიდერი ზვიად გამსახურდია.