პრივატიზება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''პრივატიზება''' ან '''პრივატიზაცია''', ასევე '''დენაციონალიზაცია''' არის საკუთრების სახალხო საკუთრებიდან კერძო მფლობელობაში ტრანსფორმაციის პროცესი, ან რაიმე სამსახურის ან სერვისის მართვის სახელმწიფოდან კერძო სექტორში გადაყვანა. საწინააღმდეგო პროცესს [[ნაციონალიზება]] ან მუნიციპალიზაცია ჰქვია.
 
==ზოგადი მიმოხილვა==
პრივატიზაცია ხშირად ასოცირდება ინდუსტრიულ და მომსახურეობის ორიენტაციის წარმოებებთან, როგორიცაა მაღაროები, მანუფაქტურა და ენერგო-გენერაცია, თუმცა ის შეიძლება შეეხოს ნებისმიერი სახის ქონებას, მათ შორის მიწას, გზებს, წყალზე უფლებებსაც კი. ბოლო დროს მრავალ ქვეყანაში, სახელმწიფო მომსახურეობის დარგები, როგიცაა [[ჯანდაცვა]], სანიტარული მომსახურება და [[განათლება|განათლებაც]] კი პრივატიზაციის ყურადღების ცენტრში მოექცა.
 
პრივატიზაციის პროპონენტთა მტკიცებით ის ხელს უწყობს ”თავისუფალი”[[თავისუფალი ბაზრის”ბაზარი|თავისუფალი ბაზრის]]” განვითარებას, კაპიტალისტური [[კონკურენცია|კონკურენციის]] განმტკიცებას, რაც საზოგადოებას კონკურენტული ფასის არჩევანს აძლევს. თავისუფალი ბაზრის მოწინააღმდეგენი კი პრივატიზაციის ნეგატიურად უყურებენ იმ მოსაზრებით, რომ კერძო ბიზნესთა ხელში მნიშვნელოვანი რესურსების მომსახურების გადაცემა გამოიწვევს მათი ხარისხის გაუარესებას. ამასთან ერთად პრივატიზაციის ოპონენტები ხშირად ეჭვქვეშ აყენებენ თავად ამგვარი კონტრაქტების გაფორმების პროცესსაც.
 
ზოგადად პრივატიზციის ფართომსასტაბიანი პროცესი დაიწყო [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომის]] დასრულებისშემდგომ პერიოდში, თუმცა უფრო დომინანტური ეკონომიკური მიმართულება ის 1980-90-იან წლებში გახდა (განსაკუთრებით აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში). პრივატიზაციის ეს ტრენდი გაიგივებული იყო როგორც [[ნეოლიბერალური პოლიტიკა|ნეოლიბერალური პოლიტიკის]] ”გლობალური ტალღის” ნაწილი, და ზოგიერთი დამკვირვებლის თვალსაზრისით მასზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა [[რეიგანი, რონალდ|რეიგანისა]] და [[ტეტჩერი, მარგარეტ|ტეტჩერის]] პოლიტიკამ მოახდინა.
 
თავად ტერმინი ”პრივატიზაცია” პირველად 1948 წელს იქნა გამოყენებული და მას პოპულარიზაცია 1980-იან წლებში ჟურნალმა ”ეკონომისტმა””[[ეკონომისტი (ჟურნალი)|ეკონომისტმა]]” გაუწია.
 
==პრივატიზაციის სახეები==
პირდაპირი პრივატიზაციის (წარმოების გაყიდვით) მხრივ, არსებობს სამი ძირითადი ტიპი:
*კომპანიის აქციების გამოცემით პრივატიზაცია -- [[სააქციო ბაზარი|სააქციო ბაზარზე]] აქციათა გაყიდვა.
*ქონების გაყიდვით პრივატიზაცია -- მთელი ფირმის ინვესტორისთვის მიყიდვა, როგორც წესი [[აუქციონი|აუქციონის]] მეშვეობით.
*ვაუჩერული პრივატიზაცია -- საკუთრების აქციები ნაწილდება მთელ საზოგადოებაზე, როგორც წესი უფასოდ ან ძალიან დაბალ ფასად.
 
აქციების გამოცემით პრივატიზაცია ყველაზე გავრცელებული სახეა. ვაუჩერული პრივატიზაცია ძირითადად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის [[გარდამავალი ეკონომიკა|გარდამავალი ეკონომიკების]] მიერ იქნა გამოყენებული (მაგ. [[რუსეთი]], [[საქართველო]], [[პოლონეთი]] და [[ჩეხოსლოვაკია]]). აქციების გამოცემას შეუძლია ადვილობრივი [[კაპიტალის ბაზარი|კაპიტალის ბაზრები]] მნიშვნელოვნად გააფართოვოს, ხელს უწყობს რა [[ლიკვიდურობა|ლიკვიდურობასა]] და შესაძლოა ეკონომიკის ზრდასაც. თუმცა თუ კაპიტალის ბაზრები არასაკმარისად არის განვითარებული შესაძლოა გართულდეს საკმარისი რაოდენობით მყიდველთა მოძიება, ამასთან გარიგების ფასებიც საკმაოდ მაღალი იქნება. რისკის ფაქტორიც (პოლიტიკური რისკი, სავალუტო რისკი) საკმაოდ მაღალია, რაც ზღუდავს უცხოელ ინვესტორებს. შედეგად, ქონებრივი პრივატიზაცია რჩება ყველაზე პრაქტიკულ სახედ განვითარებული ქვეყნებისთვის.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პრივატიზება“-დან