პრივატიზება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''პრივატიზება''' ან '''პრივატიზაცია''', ასევე '''დენაციონალიზაცია''' არის საკუთრების სახალხო საკუთრებიდან კერძო მფლობელობაში ტრანსფორმაციის პროცესი, ან რაიმე სამსახურის ან სერვისის მართვის სახელმწიფოდან კერძო სექტორში გადაყვანა. საწინააღმდეგო პროცესს ნაციონალიზება ან მუნიციპალიზაცია ჰქვია.
 
==ზოგადი მიმოხილვა==
პრივატიზაცია ხშირად ასოცირდება ინდუსტრიულ და მომსახურეობის ორიენტაციის წარმოებებთან, როგორიცაა მაღაროები, მანუფაქტურა და ენერგო-გენერაცია, თუმცა ის შეიძლება შეეხოს ნებისმიერი სახის ქონებას, მათ შორის მიწას, გზებს, წყალზე უფლებებსაც კი. ბოლო დროს მრავალ ქვეყანაში, სახელმწიფო მომსახურეობის დარგები, როგიცაა ჯანდაცვა, სანიტარული მომსახურება და განათლებაც კი პრივატიზაციის ყურადღების ცენტრში მოექცა.
 
პრივატიზაციის პროპონენტთა მტკიცებით ის ხელს უწყობს ”თავისუფალი ბაზრის” განვითარებას, კაპიტალისტური კონკურენციის განმტკიცებას, რაც საზოგადოებას კონკურენტული ფასის არჩევანს აძლევს. თავისუფალი ბაზრის მოწინააღმდეგენი კი პრივატიზაციის ნეგატიურად უყურებენ იმ მოსაზრებით, რომ კერძო ბიზნესთა ხელში მნიშვნელოვანი რესურსების მომსახურების გადაცემა გამოიწვევს მათი ხარისხის გაუარესებას. ამასთან ერთად პრივატიზაციის ოპონენტები ხშირად ეჭვქვეშ აყენებენ თავად ამგვარი კონტრაქტების გაფორმების პროცესსაც.
 
ზოგადად პრივატიზციის ფართომსასტაბიანი პროცესი დაიწყო მეორე მსოფლიო ომის დასრულებისშემდგომ პერიოდში, თუმცა უფრო დომინანტური ეკონომიკური მიმართულება ის 1980-90-იან წლებში გახდა (განსაკუთრებით აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში). პრივატიზაციის ეს ტრენდი გაიგივებული იყო როგორც ნეოლიბერალური პოლიტიკის ”გლობალური ტალღის” ნაწილი, და ზოგიერთი დამკვირვებლის თვალსაზრისით მასზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა რეიგანისა და ტეტჩერის პოლიტიკამ მოახდინა.
 
თავად ტერმინი ”პრივატიზაცია” პირველად 1948 წელს იქნა გამოყენებული და მას პოპულარიზაცია 1980-იან წლებში ჟურნალმა ”ეკონომისტმა” გაუწია.
 
 
==საკანონმდებლო ბაზის მომზადება საქართველოში==
Line 32 ⟶ 42:
 
==დაკავშირებული მასალა==
*[[დამოუკიდებელი საქართველოს ქრონოლოგია]]
 
* [[http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1_%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90 დამოუკიდებელი საქართველოს ქრონოლოგია]]
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პრივატიზება“-დან