იაპონოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''იაპონოლოგია''', ან '''იაპონისტიკა''' არის აკადემიური დისციპლინა და სპეციალობა, რომელიც [[იაპონური ენა|იაპონური ენის]], [[იაპონიის ისტორია|ისტორიისა]] და [[იაპონური კულტურა|კულტურის]] შესწავლითაა დაკავებული.
 
მიზანი სხვადასხვა თეორიულად და მეთოდოლოგიურად შემუშავებული იაპონოლოგიური დისციპლინისა, პირველ რიგში კი ჰუმანიტარული და საზოგადოებათმცოდნეობითი კვლევის სფეროში, არის იაპონური ენის, ისტორიის დიფერენცირებული და სიღრმისეული წვდომა, მთლიანად ამ ქვეყნის კულტურის უკეთ გაგება. იაპონოლოგია ან იაპონისტიკა, როგორც დარგი ეფუძნება საუნივერსიტეტო სწავლებას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, სადაც მას ჯერ კიდევ იმ ე. წ. ახალ დარგებს მიათვლიან, რომელთა დაფუძნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე გახდა აუცილებელი.
 
1854 წელს ქვეყნის გახსნის შემდეგ, განსაკუთრებით [[რუსეთ-იაპონიის ომი]]ს შემდეგ 1904–051904-05 წწ. იაპონია სულ უფრო და უფრო ექცეოდა [[ევროპა|ევროპის]], [[ამერიკა|ამერიკის]] და მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. ტერმინ იაპონოლოგიის, ან იაპონისტიკის გაგება ყოველთვის ერთნაირად არ ხდება, რადგან მისი ძირითადი კვლევის საგანი შეიძლება იყოს ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი თანამედროვეობამდელი, ან თანამედროვე კულტურა და ისტორია, პოლიტიკა ან ეკონომიკა. ერთადერთი, რაც მათ შეიძლება აერთიანებდეს არის იაპონია. იმის გამო, რომ იაპონიას უპირატესად მისი ენობრივი ძეგლების საფუძველზე იკვლევენ, დიდ როლს თამაშობს პრაქტიკული უნარ–ჩვევებისუნარ-ჩვევების გამომუშავება თანამედროვე საკომუნიკაციო ენის, ყოველდღიური მეტყველებისა თუ მედიის ენის დაუფლება. ზოგიერთი ქვეყნის უნივერსიტეტში სწავლის მსურველთ კლასიკურ საენათმეცნიერო განათლების მიღებასთან ერთად სთავაზობენ ასევე 8 საუკუნიდან მომდინარე ე. წ. [[აღმოსავლეთ აზია|აღმოსავლეთ აზიის]] „[[ლათინური ენა|ლათინურს]]“  — [[კლასიკური ჩინური ენა|კლასიკური ჩინური (სადამწერლობო) ენის]] შესწავლას.
 
== იხილეთ ასევეაგრეთვე ==
 
* [[იაპონური დამწერლობა]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იაპონოლოგია“-დან