აფრიკანისტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
+კატ
ხაზი 1:
'''აფრიკანისტიკა''' არის სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც [[აფრიკა|აფრიკის]] ენებსა და კულტურებს შეისწავლის.
 
[[გერმანულენოვანი სამყარო|გერმანულენოვან ქვეყნებში]] აფრიკანისტიკა უფრო ფილოლოგიური მიმართულებითაა დაკავებული, ხოლო [[აშშ|ამერიკის შეერთებულ შტატებში]] ძირითადად [[სოციალური მეცნიერებები|სოციოლოგიური]] გეზი აქვს აღებული. [[ფრანგულენოვანი სამყარო|ფრანგული]] აფრიკანისტიკა კი საუნივერსიტეტო კვლევასა და სწავლებაში ორივე აქცენტს სვამს — [[ფილოლოგია|ფილოლოგიურსა]] და [[სოციოლოგია|სოციოლოგიურს]]. აფრიკის კვლევის ცენტრს წარმოადგენს [[ბაზელის უნივერსიტეტი|ბაზელი]], სადაც 2002/03 წლიდან აფრიკის კვლევების სპეციალობა ფუნქციონირებს, სადაც იმის გამო კვლევა და სწავლება თითქმის მთლიანად [[ინგლისური ენა|ინგლისურ ენაზე]] მიმდინარეობს, მას [[ინგლისური ენა|ინგლისური]] სახელწოდებითვე — African Studies მოიხსენიებენ. თვითონ [[აშშ|ამერიკის შეერთებულ შტატებში]] კი აფრიკანისტიკას სულ სხვა სახელწოდებით იცნობენ, კერძოდ კი — area studies. რაც შეეხება [[რუსეთი|რუსეთს]], აქაური აფრიკანისტები ტრადიციულად ყოველთვის აფრიკის [[საჰარა|საჰარის]] სამხრეთით არსებულ გეოგრაფიულ სივრცეზე იყვნენ კონცენტრირებული.
 
საზოგადოდ, აფრიკანისტიკა წარმოადგენს კომპლექსს ცალკეული, დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინებისა, რომლებიც ხშირად მჭიდრო ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან; იგი შეისწავლის აფრიკის არამარტო [[ენა|ენებსა]] და [[ლიტერატურა|ლიტერატურებს]], ან ამ [[კონტინენტი]]ს საზოგადოებათა სოციალურ პრობლემებს, არამედ აკვირდება და იკვლევს ასევე პოლიტიკურ საკითხებს. აფრიკანისტიკა მოცემული სივრცის ფარგლებში დაკავებულია [[ეკონომიკა]] და [[ეკონომიკური გეოგრაფია|ეკონომიკური გეოგრაფიის]] საკითხების კვლევითაც.
 
[[შუა საუკუნეები|შუა საუკუნეებში]] აფრიკის კვლევის საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს [[არაბები|არაბმა]] სწავლულებმა, ვაჭრებმა და მოგზაურებმა [[ალ-მასუდი]]მ, [[ალ-იდრისი]]მ, [[იბნ ჰალდუნი]] და სხვ., რომელთაც სხვადასხვა დროს მოუვლიათ კონტინენტის ჩრდილოეთით, დასავლეთითა და აღმოსავლეთით ესა თუ ის მხარე. სწორედ ეს არაბულენოვანი ჩანაწერები წარმოადგენს იშვიათ წყაროებს შუა საუკუნეებისდროინდელი ფაქტიურადფაქტობრივად უმწერლობო აფრიკის შესახებ.
 
ახალ დროში აფრიკანისტიკის განვითარებას გარკვეული ბიძგი მისცა ევროპელ [[აფრიკის კოლონიზაცია|კოლონიზატორთა]] დაინტერესებამ; [[1795]] წელს შიქმნა „[[ლონდონის გეოგრაფიული საზოგადოება]]“, ხოლო [[1821]] წელს კი „[[პარიზის გეოგრაფიული საზოგადოება]]“ დაფუძნდა. ამ დროის გამორჩეული მოგზაურები იყვნენ მ. პარკი, დ. ლივინგსტონი, ჰ. ბარტი, გ. შვაინფურტი, რ. კაიე, ა. ბულატოვიჩი.
 
[[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] ბოლოს ევროპის სპეციალურ სკოლებში ([[ბერლინის უნივერსიტეტი|ბერლინის უნივერსიტეტში]] კი 1887 წლიდან) დაიწყეს აფრიკული ენების სწავლება, სადაც ამზადებდნენ მომავალ კადრებს [[კოლონია|კოლონიალური]] ადმინისტრაციისათვის.
 
== იხილეთ ასევეაგრეთვე ==
 
* [[აფრიკული ენები]]
 
[[კატეგორია:ინტერდისციპლინური სფეროები]]
 
[[de:Afrikanistik im deutschsprachigen Raum]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აფრიკანისტიკა“-დან