აფრიკანისტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
[[გერმანულენოვანი სამყარო|გერმანულენოვან ქვეყნებში]] აფრიკანისტიკა უფრო ფილოლოგიური მიმართულებითაა დაკავებული, ხოლო [[აშშ|ამერიკის შეერთებულ შტატებში]] ძირითადად [[სოციალური მეცნიერებები|სოციოლოგიური]] გეზი აქვს აღებული. [[ფრანგულენოვანი სამყარო|ფრანგული]] აფრიკანისტიკა კი საუნივერსიტეტო კვლევასა და სწავლებაში ორივე აქცენტს სვამს – [[ფილოლოგია|ფილოლოგიურსა]] და [[სოციოლოგია|სოციოლოგიურს]]. აფრიკის კვლევის ცენტრს წარმოადგენს [[ბაზელის უნივერსიტეტი|ბაზელი]], სადაც 2002/03 წლიდან აფრიკის კვლევების სპეციალობა ფუნქციონირებს, სადაც იმის გამო კვლევა და სწავლება თითქმის მთლიანად [[ინგლისური ენა|ინგლისურ ენაზე]] მიმდინარეობს, მას [[ინგლისური ენა|ინგლისური]] სახელწოდებითვე – African Studies მოიხსენიებენ. თვითონ [[აშშ|ამერიკის შეერთებულ შტატებში]] კი აფრიკანისტიკას სულ სხვა სახელწოდებით იცნობენ, კერძოდ კი – area studies. რაც შეეხება [[რუსეთი|რუსეთს]], აქაური აფრიკანისტები ტრადიციულად ყოველთვის აფრიკის [[საჰარა|საჰარის]] სამხრეთით არსებულ გეოგრაფიულ სივრცეზე იყვნენ კონცენტრირებული.
 
საზოგადოდ, აფრიკანისტიკა წარმოადგენს კომპლექსს ცალკეული, დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინებისა, რომლებიც ხშირად მჭიდრო ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან; იგი შეისწავლის აფრიკის არამარტო [[ენა|ენებსა]] და [[ლიტერატურა|ლიტერატურებს]], ან ამ [[კონტინენტი]]ს საზოგადოებათა სოციალურ პრობლემებს, არამედ აკვირდება და იკვლევს ასევე პოლიტიკურ საკითხებს. აფრიკანისტიკა მოცემული სივრცის ფარგლებში დაკავებულია [[ეკონომიკისა]] და [[ეკონომიკური გეოგრაფია|ეკონომიკური გეოგრაფიის]] საკითხების კვლევითაც.
 
[[შუა საუკუნეები|შუა საუკუნეებში]] აფრიკის კვლევის საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს [[არაბები|არაბმა]] სწავლულებმა, ვაჭრებმა და მოგზაურებმა [[ალ-მასუდი]]მ, [[ალ-იდრისი]]მ, [[იბნ ჰალდუნი]] და სხვ., რომელთაც მოუვლიათ კონტინენტის ჩრდილოეთ, დასავლეთ და აღმოსავლეთ სხვადასხვა ნაწილები. სწორედ ეს არაბულენოვანი ჩანაწერები წარმოადგენს იშვიათ წყაროებს შუა საუკუნეებისდროინდელი ფაქტიურად უმწერლობო აფრიკის შესახებ.
 
(იხ. ასევე ინფორმაცია [[აფრიკული ენები]]ს შესახებ.)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აფრიკანისტიკა“-დან