აფრიკანისტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
[[გერმანულენოვანი სამყარო|გერმანულენოვან ქვეყნებში]] აფრიკანისტიკა უფრო ფილოლოგიური მიმართულებითაა დაკავებული, ხოლო [[აშშ|ამერიკის შეერთებულ შტატებში]] ძირითადად სოციოლოგიური გეზი აქვს აღებული.
 
[[ფრანგულენოვანი სამყარო|ფრანგული]] აფრიკანისტიკა კი საუნივერსიტეტო კვლევასა და სწავლებაში ორივე აქცენტს სვამს – [[ფილოლოგია|ფილოლოგიურსა]] და [[სოციოლოგია|სოციოლოგიურს]]. აფრიკის კვლევის ცენტრს წარმოადგენს [[ბაზელის უნივერსიტეტი|ბაზელი]], სადაც 2002/03 წლიდან აფრიკის კვლევების სპეციალობა ფუნქციონირებს, სადაც იმის გამო კვლევა და სწავლება თითქმის მთლიანად [[ინგლისური ენა|ინგლისურ ენაზე]] მიმდინარეობს, მას ინგლისური სახელწოდებითვე – African Studies მოიხსენიებენ. თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში კი აფრიკანისტიკას სულ სხვა სახელწოდებით იცნობენ, კერძოდ კი – area studies. რაც შეეხება რუსეთს, აქაური აფრიკანისტები ტრადიციულად აფრიკის საჰარის სამხრეთით არსებულ სივრცეზე იყვნენ კონცენტრირებული.
 
საზოგადოდ, აფრიკანისტიკა წარმოადგენს კომპლექსს ცალკეული, დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინებისა, რომლებიც ხშირად მჭიდრო ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან; იგი შეისწავლის აფრიკის არამარტო ენებსა და ლიტერატურებს, ან ამ კონტინეტის საზოგადოებათა სოციალურ პრობლემებს, არამედ აკვირდება და იკვლევს ასევე პოლიტიკურ საკითხებს. აფრიკანისტიკა მოცემული სივრცის ფარგლებში დაკავებულია ეკონომიკისა და ეკონომიკური გეოგრაფიის საკითხების კვლევითაც.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აფრიკანისტიკა“-დან