ბარათაშვილები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ქაჩიბაიძეები
ხაზი 1:
'''ბარათაშვილები''', ფეოდალური საგვარეულო XV-XIX საუკუნეების საქართველოში. გვარის ფუძემდებელი იყო [[ქაჩიბაიძე, ბარათა|ბარათა ქაჩიბაიძე]] (ქაჩიბაძე), რომლის შვილები XV საუკუნი II ნახევრის მოღვაწენი, ჯერ კიდევ [[ქაჩიბაიძეები|ქაჩიბაძის]] გვარს ატარებდნენ, მათი ჩამომავლები კი XV საუკუნის ბოლოდან უკვე ბარათაშვილებად იწოდებიან. ბარათაშვილების სამფლობელო საბარათიანო XV საუკუნის ბოლოსათვის ძირითადად ალგეთის, ქციისა და მაშავერის ხეობებს მოიცავდა (ამ ხეობებში სხვა ფეოდალებიც დლობდნენ ყმა-მამულს). მათ ეკუთვნოდათ ასობით სოფელი, ჰყავდათ დაახლოებით 250-300 აზნაური და 2500-3000 კომლი გლეხი. სამფლობელოს ცენტრი [[სამშვილდე]] იყო. ციხესიმაგრეები და სასახლეები ჰქონდათ აგრეთვე დმანისში, დარბასჭალაში, ტბისში, ენაგეთში და სხვა. მათი საგვარეულო მონასტრები და სასაფლაო იყო ფიტარეთისა და გუდარეხის მონასტრები, დმანისის ღვთისმშობლისა და სოფ. ქედის ეკლესიები.
 
ბარათაშვილები XVI-XVII საუკუნეებში ქართლის ხუთ დიდებულ თავადთა შორის ერთ-ერთი პირველნი იყვნენ და დიდ როლს ასრულებდნენ [[ქართლის სამეფო|ქართლის სამეფოს]] პოლიტიკურ ცხოვრებაში. ბარათაშვილების გვარის წარმომადგენლები იყვნენ მეწინავე სადროშოს - სომხით-საბარათიანოს სარდლები, მათ ხშირად ეჭირათ აგრეთვე [[სახლთუხუცესი|სახლთუხუცესის]], [[მდივანბეგი|მდივანბეგებისა]] და სხვა სახელოები. XVI-XVII საუკუნეებში ბარათაშვილებს გამოეყვნენ და ცალკე ფეოდალურ საგვარეულოებად ჩამოყალიბდნენ [[გოსტაშაბიშვილები]], [[გერმანოზიშვილები]], [[ზურაბიშვილები]], [[აბაშიშვილები]], [[ორბელიშვილ-ყაფლანიშვილები]], [[ფალავან-ხოსროშვილები]], [[იარალიშვილები]] და [[იოთამიშვილები]]. თვით ბარათაშვილები XVII საუკუნის II ნახევრიდან დაქვეითდნენ და პირველობა ყაფლანიშვილებს დაუთმეს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბარათაშვილები“-დან