მიშელ ნეი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8:
[[1814]] წელს ნეი [[ნაპოლეონის საიმპერატორო გვარდია|საიმპერატორო გვარდიის]] სარდლად დაინიშნა. ნაპოლეონის ტახტიდან გადადგომის შემდეგ იგი [[ბურბონი (დინასტია)|ბურბონების]] სამსახურში ჩადგა, მაგრამ ბონაპარტის [[ელბა|ელბადან]] დაბრუნების და 100 დღიანი მმართველობის დროს ისევ ამ უკანასკნელის მხარე დაიჭირა. [[ვატერლოოს ბრძოლა|ვატერლოოსთან ბრძოლაში]] იგი შეშლილივით იბრძოდა (ნეის 5 ცხენი გამოუკლეს და ბოლოს ქვეითად მიდიოდა შეტევაზე) და ცდილობდა მოახლოებული დამარაცხება როგორმე თავიდან აეცილებინა. ნაპოლეონის ხელმეორედ ტახტიდან გადადგომის შემდეგ მან უარი განაცხადა საფრანგეთის დატოვებაზე და [[1815]] წლის [[3 აგვისტო|3 აგვისტოს]] დაპატიმრებულ იქნა. მიშელ ნეის ბურბონებმა ბრალი სამშობლოს ღალატში დასდეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. [[1815]] წლის [[7 დეკემბერი|7 დეკემბერს]] იგი [[ლუქსემბურგის ბაღი|ლუქსემბურგის ბაღში]] დახვრიტეს. ცეცხლის ბრძანება მან თვითონ გასცა.
 
ნეიმ, როგორც მთავარსარდალმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი [[1812]] წელს [[ნაპოლეონის რუსეთზე ლაშქრობა|ნაპოლეონის რუსეთზე ლაშქრობის]] დროს, როცა იგი საფრანგეთის არმიის არიერგარდს ხელმძღვანელობდა და ბრწყინვალედ იცავდა „დიდი არმიის“ უკანდახევას. ნეის მამაცობაზე უამრავი ლეგენდაა შემორჩენილი, ერთ-ერთი მათგანი მოგვითხრობს, რომ ის ერთადერთი გადაურჩა კაზაკების არიერგარდზე თავდასხმას და სრულიად გაყინულმა და ძალაგამოცლილმა თავი [[პრუსია|პრუსიულ]] გუმბინოში განლაგებულ ბანაკში ოფიცერთა სასადილოს შეაფარა. ოფიცრებმა ნეი ვერ იცვნესიცნეს და სასადილოდან გამოგდება დაუპირეს, რაზეც მან უპასუხა: „ბრავო ბატონებო, ნუთუ ვერა მცნობთ? მე ვარ დიდი არმიის არიერგარდი - მე ვარ მიშელ ნეი“.
 
ნაპოლეონი მას „მამცთა შორის მამაცს“ ([[ფრანგული ენა|ფრანგ.]]: le brave des braves) ეძახდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიშელ_ნეი“-დან