კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
ნიშანდობლივია, რომ „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ შექმნას, რომელიც თითქოს და სსრკ საკანონმდებლო ბაზას ყოველნაირად ეწინააღმდეგებოდა და რუსეთის არსებული ტერიტორიული მოწყობის წინააღმდეგ იბრძოდა - არასოდეს და არაფრით არ შეწინააღმდეგებია არც სსრკ და არც რუსეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება.
 
 
დაარსებისთანავე „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია“ ჩეჩნეთში, რუსეთის ფედერაციის ერთადერთ თვითგამოცხადებულ სახელმწიფოში - რომელიც რუსეთიდან გასვლას და საერთაშორისო ცნობას ითხოვდა - პოლიტიკური გავლენის სფეროში დაუპირისპირდა ჩეჩნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და პირველ რიგში ანტირუსულ პრეზიდენტს ჯ.დუდაევს.
 
==კონფედერაცია საქართველოს წინააღმდეგ==
 
==კონფედერაცია ჩეჩნეთის წინააღმდეგ==
 
დაარსებისთანავე „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია“ ჩეჩნეთში, რუსეთის ფედერაციის ერთადერთ თვითგამოცხადებულ სახელმწიფოში - რომელიც რუსეთიდან გასვლას და საერთაშორისო ცნობას ითხოვდა - პოლიტიკური გავლენის სფეროში დაუპირისპირდა ჩეჩნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და პირველ რიგში ანტირუსულ პრეზიდენტს ჯ.დუდაევს.
 
 
აფხაზეთში ომის დაწყების დროიდან, სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერებულმა „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციამ“ გააძლიერა ბრძოლა ჩეჩნეთში მისი ძალაუფლების დასამყარებლად პრეზიდენტ ჯ.დუდაევის წინააღმდეგ. განსაკუთრებით დაიძაბა პოლიტიკური სიტუაცია ჩეჩნეთში აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ, როდესაც კონფედრაციამ თავისი შეიარაღებული ძალების არსებითი ნაწილი ჩეჩნეთში გადაისროლა და ჯ.დუდაევის დასამხობად დაუფარავ ბერძოლას შეუდგა. გროზნიში რუსეთის პირდაპირი მხარდაჭერით მოაწყო ორი პუტჩი, რომელთაგან 1994 წლის ზაფხულის „თეატრალური მოედნის“ პუტჩს მოჰყვა არსებითი შეიარაღებული შეტაკება, კონფერედაციის მომხრეთა დამარცხება და მისი სრული განდევნა ჩეჩნეთიდან - კონფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარე იუ.სასლანბეკოვი გაიქცა ჩეჩნეთიდან და მოსკოვს შეაფარა თავი.
 
„კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ არსისა და მისი მამოძრავებელი ძალების გასაგებად თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთში ომის დამთავრების შემდეგ და განსაკუთრებით რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომის დაწყების შემდეგ იგი დაიშალა, მისი მეთაურების ძირითადი ნაწილის მიმართ თვით რუსეთში სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა, კონფედერაციის ყოველგვარი აქტიურობა შეწყდა, ხოლო მისი შეიარაღებული ფორმირებები რუსეთის ხელისუფლებამ მოსპო.
 
==წყაროები ვებში==
 
* [http://www.geocities.com/shavlego/war_wg_1.htm V.Gugushvili, RUSSIAN-GEORGIAN WAR IN THE WESTERN GEORGIA]
 
 
1 493

რედაქტირება