კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
==დაარსება==
კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია
 
„კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციიის“ შექმნა, გაძლიერება და საქართველოს წინააღმდეგ გამოყენება საბჭოთა კავშირისა და შემდგომ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ერთ-ერთი პროექტი იყო, რომელსაც საბჭოთა კავშირში არსებითი პოლიტიკური გარდაქმნა-მოდერნიზების პერიოდში უნდა საბჭოთა ინტერესები დაეცვა და სირთულეები შეექმნა იმ საბჭოთა რესპუბლიკებისათვის, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან გასვლას გადაწყვეტდნენ.
 
დაარსებისთანავე „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია“ ჩეჩნეთში, რუსეთის ფედერაციის ერთადერთ თვითგამოცხადებულ სახელმწიფოში - რომელიც რუსეთიდან გასვლას და საერთაშორისო ცნობას ითხოვდა - პოლიტიკური გავლენის სფეროში დაუპირისპირდა ჩეჩნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და პირველ რიგში ანტირუსულ პრეზიდენტს ჯ.დუდაევს.
 
==კონფედერაცია საქართველოს წინააღმდეგ==
 
1992 წლის 18 აგვისტოს, გოზნიში „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ პარლამენტის საგანგებო სხდომაზე მიღებული იქნა დადგენილება აფხაზი სეპარატისტებისათვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესახებ.
 
„კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ შეიარაღებული ფორმირებები და რუსეთის არმიის მიერ მათთვის გადაცემული დიდძალი საბრძოლო ტექნიკა ღიად და დაუფარავად საავტომობილო გზებითა და რკინისგზით ასობით კილომეტრების სიშორიდან გადაისროლებოდა აფხაზეთში.
 
==კონფედერაცია ჩეჩნეთის წინააღმდეგ==
 
აფხაზეთში ომის დაწყების დროიდან, სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერებულმა „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციამ“ გააძლიერა ბრძოლა ჩეჩნეთში მისი ძალაუფლების დასამყარებლად პრეზიდენტ ჯ.დუდაევის წინააღმდეგ. განსაკუთრებით დაიძაბა პოლიტიკური სიტუაცია ჩეჩნეთში აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ, როდესაც კონფედრაციამ თავისი შეიარაღებული ძალების არსებითი ნაწილი ჩეჩნეთში გადაისროლა და ჯ.დუდაევის დასამხობად დაუფარავ ბერძოლას შეუდგა. გროზნიში რუსეთის პირდაპირი მხარდაჭერით მოაწყო ორი პუტჩი, რომელთაგან 1994 წლის ზაფხულის „თეატრალური მოედნის“ პუტჩს მოჰყვა არსებითი შეიარაღებული შეტაკება, კონფერედაციის მომხრეთა დამარცხება და მისი სრული განდევნა ჩეჩნეთიდან - კონფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარე იუ.სასლანბეკოვი გაიქცა ჩეჩნეთიდან და მოსკოვს შეაფარა თავი.
1,493

რედაქტირება