კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

21:20, 23 აპრილი 2006-ის ვერსია

კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია

„კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციიის“ შექმნა, გაძლიერება და საქართველოს წინააღმდეგ გამოყენება საბჭოთა კავშირისა და შემდგომ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ერთ-ერთი პროექტი იყო, რომელსაც საბჭოთა კავშირში არსებითი პოლიტიკური გარდაქმნა-მოდერნიზების პერიოდში უნდა საბჭოთა ინტერესები დაეცვა და სირთულეები შეექმნა იმ საბჭოთა რესპუბლიკებისათვის, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან გასვლას გადაწყვეტდნენ.

1989 წლის 25-26 აგვისტოს, სოხუმში ჩატარებულ „კავკასიის მთიელ ხალხთა I ყრილობაზე“ დაარსდა „კავკასიის მთიელ ხალხთა ასამბლეა“. „კავკასიის მთიელ ხალხთა ასამბლეის“ მიზნებად დასახული იქნა უმთავრესად კულტურული-ავტონომიეური მიზნები.

1991 წლის 1 ნოემბერს, სოხუმში, „კავკასიის მთიელ ხალხთა III ყრილობაზე“ რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ 14 კავკასიური ეთნოსის წარმომადგენლები გადაწყდა „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ - როგორც პოლიტიკური გაერთიანების შექმნა, რომელიც თავს აცხადებდა „სუვერენულ ეროვნულ-სახელმწიფო გაერთიანებად“ - იგი წარმოდგენილი იქნა როგორც კონფედერაციული სახელმწიფო - რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ არა იმ დროს არსებული რაიმე ავონომიები, არამედ - კავკასიის ხალხები, ეთნოსები. კოფედრერაციის დედაქალაქად განოცხადდა სოხუმი, ხოლო მეორე დედაქალაქად კი მახაჩკალა.

„კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ პარლამენტად გამოცხადდა „კავკასიის მთიელ ხალხთა ასამბლეა“, რომელმაც პრეზიდენტად აირჩია მ.შანიბოვი, ხოლო - პარლამენტის თავმჯდომარედ იუ.სასლამბეკოვი. კონფედერაციაში თავი მოიყარეს ჩეჩნეთის პრეზიდენტ ჯ.დუდაევის პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა ჩეჩნეთიდან - გავლენიანმა საველე მეთაურმა შ.ბასაევმა (დუდაევის კომკურენტმა პრეზიდენტის არჩევნებზე) და იუ.სასლამბეკოვმა (ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, გავლენიანმა პრო-რუსულმა პოლიტიკოსმა). კონფედერაციის მთავარი მხარდამჭერი მოსკოვში გახდა რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარე ხასბულატოვი (ჯოჰარ დუდაევის უდიდესი მოწინააღმდეგე).

„კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ იდეოლოგიურ ბაზას წარმოადგენდა ა.სახაროვის „საბჭოთა კავშირის ახალი კონსტიტუცია“ - რომლის შესაბამისად საბჭოთა კავშირი უნდა დაშლილიყო ასობით მცირე ეთნიკურ-პოლიტიკურ ერთეულად და „საქართველო მცირე იმპერიაა“ იდეა. აფხაზეთში ომის პერიოდში კონფედერაციას საერთაშორისო მას მედიაში განუწყვეტელ იდეოლოგიურ დახმარებას უწევდა ა.სახაროვის ქვრივი ე.ბონნერი.

ნიშანდობლივია, რომ „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ შექმნას, რომელიც თითქოს და სსრკ საკანონმდებლო ბაზას ყოველნაირად ეწინააღმდეგებოდა და რუსეთის არსებული ტერიტორიული მოწყობის წინააღმდეგ იბრძოდა - არასოდეს და არაფრით არ შეწინააღმდეგებია არც სსრკ და არც რუსეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება.

დაარსებისთანავე „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია“ ჩეჩნეთში, რუსეთის ფედერაციის ერთადერთ თვითგამოცხადებულ სახელმწიფოში - რომელიც რუსეთიდან გასვლას და საერთაშორისო ცნობას ითხოვდა - პოლიტიკური გავლენის სფეროში დაუპირისპირდა ჩეჩნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და პირველ რიგში ანტირუსულ პრეზიდენტს ჯ.დუდაევს.

1992 წლის 18 აგვისტოს, გოზნიში „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ პარლამენტის საგანგებო სხდომაზე მიღებული იქნა დადგენილება აფხაზი სეპარატისტებისათვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესახებ.

1992 წლის 21 აგვისტოს, აფხაზეთში ომის დაწყების შემდეგ, „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციამ“ ომი გამოუცახადა საქართველოს და აფხაზეთში გადაისროლა თავისი შეიარაღებული ძალები. 1992 წლის 19 აგვისტოს აფხაზეთში მოხალისეების გაგზავნის გადაწყვეტილება კონფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მიიღეს ყუბანის და დონის კაზაკთა ატამანთა საბჭოებმა.

„კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ შეიარაღებული ფორმირებები და რუსეთის არმიის მიერ მათთვის გადაცემული დიდძალი საბრძოლო ტექნიკა ღიად და დაუფარავად საავტომობილო გზებითა და რკინისგზით ასობით კილომეტრების სიშორიდან გადაისროლებოდა აფხაზეთში.

აფხაზეთში ომის დაწყების დროიდან, სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერებულმა „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციამ“ გააძლიერა ბრძოლა ჩეჩნეთში მისი ძალაუფლების დასამყარებლად პრეზიდენტ ჯ.დუდაევის წინააღმდეგ. განსაკუთრებით დაიძაბა პოლიტიკური სიტუაცია ჩეჩნეთში აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ, როდესაც კონფედრაციამ თავისი შეიარაღებული ძალების არსებითი ნაწილი ჩეჩნეთში გადაისროლა და ჯ.დუდაევის დასამხობად დაუფარავ ბერძოლას შეუდგა. გროზნიში რუსეთის პირდაპირი მხარდაჭერით მოაწყო ორი პუტჩი, რომელთაგან 1994 წლის ზაფხულის „თეატრალური მოედნის“ პუტჩს მოჰყვა არსებითი შეიარაღებული შეტაკება, კონფერედაციის მომხრეთა დამარცხება და მისი სრული განდევნა ჩეჩნეთიდან - კონფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარე იუ.სასლანბეკოვი გაიქცა ჩეჩნეთიდან და მოსკოვს შეაფარა თავი.

„კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ არსისა და მისი მამოძრავებელი ძალების გასაგებად თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთში ომის დამთავრების შემდეგ იგი დაიშალა, მისი მეთაურების ძირითადი ნაწილის მიმართ თვით რუსეთში სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა, კონფედერაციის ყოველგვარი აქტიურობა შეწყდა, ხოლო მისი შეიარაღებული ფორმირებები რუსეთის ხელისუფლებამ მოსპო.

--ბპგ 21:20, 23 აპრილი 2006 (UTC)