კატეგორია:პოლიტიკოსი ქალები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 4:
 
[[მარია ესტელა მარტინეს დე პერონი]]
(4.02.1931 წელი, არგენტინის ქალაქი ლა-რიოხა)
არგენტინის და მსოფლიოს პირველი პრეზიდენტი ქალი. პანამის ღამის კლუბის მოცეკვავე, სადაც გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, არგენტინის ყოფილი დიქტატორი, [[ხუან პერონი]], რომელსაც ცოლად გაჰყვა 1960 წელს. 1972 წელს მეუღლესთან ერთად დაბრუნდა სამშობლოში და ფაქტიურად დაიწყეს საპრეზიდენტო კამპანია. 1973 წლის 23 სექტემბრის ვადამდელ არჩევნებში გაიმარჯვა მისმა მეუღლემ, რომელმაც 12 ოქტომბერს მარია ესტელა დანიშნა ვიცე-პრეზიდენტად.
1974 წლის 1 ივლისს პრეზიდენტის გარდაცვალების გამო, კონსტიტუციის საფუძველზე პრეზიდენტის პოსტი მისმა ქვრივმა მარია ესტელა მარტინესმა დაიკავა. ქვეყანას კი ფაქტიურად მართავდა მარტინესის მთავრობის საზოგადოებრივი კეთილდღეობის მინისტრი, ცნობილი ასტრონომი, ხოსე ლოპეს რეგა.
1974 წლის 24 მარტს გენერლების ჯგუფმა მოახდინა სამხედრო გადატრიალება. ქალბატონი პრეზიდენტი დააპატიმრეს, თუმცა მალევე პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს, ხოლო სულ მალე სამშობლოს დატოვების ნებართვაც მისცეს და საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა. იგი არგენტინაში დაბრუნდა 1983 წელს და დღეს ბუენოს-აირესის გარეუბანში ცხოვრობს. პოლიტიკური აქტივობა მთლიანად შეწყვიტა.