ევგენ ღვალაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 27:
[[1935]] წელს დაიწყო რეპრესიების ახალი ტალღა. დააპატიმრეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის რამდენიმე ცნობილი მოღვაწე, მათ შორის ღვალაძის ახლო ნათესავი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი [[წერეთელი, ალექსანდრე|ალექსანდრე წერეთელი]]. გენო ღვალაძემ დატოვა თბილისი და თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად ქ. [[გორი|გორში]] გადავიდა. [[1935]]-[[1937]] წლებში იგი იყო ერთ-ერთი სამრეწველო ორგანიზაციის მთავარი ბუღალტერი და გორის სამასწავლებლო ინსტიტუტის ლექტორი.
 
გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, ევგენ ღვალაძე იყო ეროვნული ხასიათის 60-მდე ნარკვევის და პუბლიცისტური წერილის ავტორი. ეს წერილები ქვეყნდებოდა [[1916]]-[[1924]] წლების ქართულ პერიოდულ პრესაში. მისი რამდენიმე საყურადღებო წერილი ფსევდონიმებით ("გ.", "გენო" და სხვ.) გამოქვეყნდა ქართულ ემიგრანტულ პერიოდიკაში. გარდა ამისა, მას ეკუთვნოდა რომანი "დიმიტრია ბლაჟა ანუ "რომანი ნაგლეჯებში", რომლის ხელნაწერის კონფისკაცია მოახდინა საქართველოს სსრ "შინსახკომმა" 1937 წელს (ამჟამად თხზულება დაკარგულია).
 
[[1937]] წლის [[9 აგვისტო|9 აგვისტოს]] იგი კვლავ დააპატიმრეს. იმავე წლის 5 ოქტომბერს ე.წ. "შინსახკომის" დიდმა სამეულმა მას მიუსაჯა დახვრეტა. განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი იმავე წლის 15 ოქტომბერს, თბილისში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ევგენ_ღვალაძე“-დან