რაჭის საერისთავო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
No edit summary
ხაზი 1:
''' რაჭის საერისთავო''', ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული ფეოდალურ საქართველოში. ჩამოყალიბდა X საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში, ერთიანი ქართული მონარქიის შექმნის შემდეგ. წერილობითი წყაროების მიხედვით, რაჭის პირველი ერისთავი იყო რატი ბაღვაშთა საგვარეულოდან. რატის შემდეგ რაჭის ერისთავი იყო მისი ძე [[კახაბერისძე, კახაბერ|კახაბერი]]. მისი სახელიდან მოდის გვარსახელი [[კახაბერისძენი|კახაბერისძე]], რომელსაც შუა ფეოდალურ ხანაში ატარებდა ბაღვაშთა ის შტო, რომელიც რაჭის საეროსთავოს განაგებდა. რაჭის საერისთავო ერთიან [[საქართველოს სამეფო|საქართველოს სამეფოში]] მნიშვნელოვან ერთეულს წარმოადგენდა. მისი ერისთავები დიდ როლს თამაშობდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. X-XIII საუკუნეებში რაჭის საერისთავოს ჩრდილოეთით [[სვანეთის საერისთავო]] ესაზღვრებოდა. მათი გამყოფი იყო ლეჩხუმის ქედი. კავკასიონის მთავარ ქედამდე რაჭის საერისთავო მდ. ჭანჭახის სათავეებამდე აღწევდა. სამხრეთით რაჭის ქედი ესაზღვრებოდა, დასავლეთით თაკვერიდან მას გამოყოფდა გუელისთავის ქედი (ლაბეჭინის სერი), ხოლო უშუალოდ მდ. რიონის ხეობაში - ის ვიწროები, რომლებიც სოფ. ალპანის სამხრეთით იქყება. მდ. ჯეჯორის აუზში საზღვრები დაღვერილას ქედამდე აღწევდა. ამ ქედის ჩრდილოეთით მხარე კუდარო იყო.
 
X-XIII საუკუნეებში რაჭის ერისთავები მეფის მოხელეებს წარმოადგენდნენ, მათ ევალებოდათ საერისთავოში სამეფო გადასახადების აკრეფა, ლაშქრის გამოყვანა და წინამძღოლობა. ამ პერიოდში რაჭის ერისთავთა მთავარი რეზიდენცია [[მინდაციხე]] იყო. დიდი ციხე-დარბაზი იყო კვარის ციხეც.
 
X-XIII საუკუნეებში რაჭის საერისთავო დაყოფილი იყო ცალკეულ ხევებად, რომლებიც ერთ ან რამდენიმე სოფელს აერთიანებდნენ. ხევში გლეხებთან ერთად ხევის აზნაურებიც შედიოდნენ. თითოეულ ხევს ჰქონდა თავისი სამლოცველი, რომლის მთავარ დღეობაზე მთელი ხევის მოსახლეობა იყრიდა თავს. X-XIII საუკუნეებში რაჭის საერისთავოში ქართული ხელოვნების მრავალი ძეგლი ააგეს (პატარა ონის, მთის წმ. გიორგის, კრიხის საყდრები, [[ნიკორწმინდა|ნიკორწმინდის ტაძარი]] და სხვა).
 
XIII საუკუნის 80-იან წლებში [[დავით VI|დავით VI ნარინმა]] გააუქმა რაჭის საერისთავო და სახასო მამულად აქცია. კახაბერისძეთა საგვარეულო, როგორც ჩანს, ამოწყდა.
 
 
 
{{მუშავდება}}