მეჭურჭლეთუხუცესი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მეჭურჭლეთუხუცესი''', გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს ...
(განსხვავება არ არის)

21:24, 28 მაისი 2008-ის ვერსია

მეჭურჭლეთუხუცესი, გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი ვეზირი — სახელმწიფო ხაზინის მთავარი გამგე, მეჭურჭლეთა უფროსი.

ტერმინი „მეჭურჭლეთუხუცესი“ ქართულ საისტორიო წყაროებში XII საუკუნიდან გვხვდება, მაგრამ უეჭველია, რომ მეჭურჭლეთუხუცესობა გაცილებით ადრეც არსებობდა („ხელმწიფის კარის გარიგებაში“ მეჭურჭლეთუხუცესი „ძველ ვეზირად“ იხსენიება). მეჭურჭლეთუხუცესი განაგებდა საჭურჭლეს, რომელშიც ფული და სანიადაგოდ სახმარი და სახარჯი ქონება ინახებოდა. მას ჰყავდა თავისი ნაცვალი ანუ მოადგილე. მეჭურჭლეთუხუცეს ემორჩილებოდნენ საჭურჭლის მუქიბი და მუშრიბი. როგორც ფინანსთა მინისტრს, მეჭურჭლეთუხუცესს საჭურჭლისა და მისი მოხელეების გარდა ექვემდებარებოდნენ აგრეთვე „ძველი ქალაქნი, ვაჭარნი, სავაჭრო“ და „ქალაქის ამირანი“.

მეჭურჭლეთუხუცესი დიდი და საპატიო („საბატიო“) ვეზირი იყო და სახელმწიფო საქმეების გადაწყვეტაში აქტიურად მონაწილეობდა. იგი მსახურთუხუცესთან ერთად ვეზირთა მეორე ჯგუფში შედიოდა. მეჭურჭლეთუხუცესს თავისი სამოხელეო ბეჭედი ეძლეოდა. ზოგჯერ შეიძლებოდა, რომ მას ერისთავთერისთავის, სპასალარის ან სხვა თანამდებობაც სჭეროდა.

ლიტერატურა

  • მესხია შ., საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში, თბ., 1979;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 1, ტფ., 1928, გვ. 167-179;
  • სურგულაძე ი., ქსე, ტ. 6, გვ. 651-652, თბ., 1983