კიმ ბესინგერი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''კამილა ენ "კიმ" ბესინგერი''', ოსკაროსანი მსახიობი და ყოფილი მო...
(განსხვავება არ არის)

12:42, 28 მაისი 2008-ის ვერსია

კამილა ენ "კიმ" ბესინგერი, ოსკაროსანი მსახიობი და ყოფილი მოდელი, 1953 წლის 8 დეკემბერს ჯორჯიის შტატის ქალაქ ათენში დაიბადა. აქვე უნდა ითქვას, რომ მის გვარს ხშირად ამახინჯებენ და ბესინჯერს წარმოათვქვამენ. image/jpeg)სურათი:(467 × 677 pixels, file size: 201 KB, MIME type: image/jpeg)მაგალითი.jpg]]


ადრეული წლები

მამამისი დონ ბესინგერი ორკესტრის მუსიკოსი იყო. დედამისი ანი კი მოდელი, მსახიობი და მოცურავე იყო, რომელის ესთერ უილიამსის რამდენიმე ფილმში გამოჩნდა. კიმს ორი ძმა, მიქი და სქიფი და ორი და, ეშლი და ბარბარა ჰყავს. ბესინგერს შვედურ-გერმანული წარმოშობა აქვს და მეთოდისტური ეკლესიის მრევლად მიიჩნევა. 16 წლის ასაკში მან თავის პატარა ქალაქ ათენში სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა და ფორდის სააგენტოში მოდელის კარიერა დაიწყო, რისთვისაც ნიუ-იორქში მოუხდა ჩასვლა. იმხანად კიმმა მოდელობისთვის სიმღერისა და მსახიობის კარიერაზე თქვა უარი.


კარიერა

პოდიუმზე გასვლიდან მოკლე ხანში ბესინგერის ფოტოები წამყვანი ჟურნალების გარეკანზე ჩნდება. გასული საუკუნის 70-იან წლებში მისი ფოტოები ასეულობით ჟურნალს ამშვენებდა. თოფ-მოდელის სტატუსი კიმს 20 წლის ასაკში მიენიჭა, რამაც მას დღიურად 1000 დოლარის შემოსავალი მოუტანა. ამასობაში მან პრესტიჟულ სამსახიობო სკოლა Neighborhood Playhouse-ში დაიწყო სიარული მსახიობის ოსტატობის შესასწავლად. 1976 წელს გარეკანის ვარსკვლავმა სამოდელო კარიერის გვერდზე გადადება გადაწყვიტა და ლოს-ანჯელესს ჩავიდა მსახიობის კარიერის დასაწყებად. თავდაპირველად კიმი სატევიზიო ფილმების ეპიზოდებში ჩნდება: "მაქმილანი და ცოლი" ("McMillan & Wife") და "ჩარლის ანგელოზები" ("Charlie's Angels"). მისი პირველი სერიოზული როლი შედგა ფილმში Portrait of a Centerfold, სადაც ის ქეთის თამაშობდა, 1978. სცენარის მიხედვით, ქეთი სოფლელი გოგოგა, რომელიც ჰოლივუდის დასაპყრობად მიემგზავრება, პირველივე წარმატების შემდეგ კი ის მამაკაცების ჟურნალების გარეკანზე ხვდება. 1983 წელს მან შონ ქონერისთან ერთად მთავარო როლი შეასრულა ფილმში "არასოდეს თქვა არასოდეს!" 1984 წელს რობერთ რედფორდთან ერთად გასახიერებული როლისთვის ფილმში "ბუნებრივი" (The Natural) კიმმა "ოქროს გლობუსი" მიიღო. ფილმის რეჟისორი ბარი ლევინსონია. კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელმა რეჟისორმა რობერთ ბერთონმა ბესინგერი 1987 წელს ფილმ "ნადინში" ("Nadine") მიიწვია. ბესინგერის კარიერა კიდევ რამდენიმე კინოსურათს მოიცავს, თუმცა, არც თუ ისე თვალშისაცემს. კიმის იმხანად ყველაზე კაშკაშა კინოსახეებად შეიძლება დასახელდეს 1986 წელს "9½ კვირასა" და 1989 წელს "ბეთმენში" განსახიერებული ქალის მთავარი პერსონაჟები. შემდგომ პერიოდებში ბესინგერს აქტიურად იღებენ თრილერებში, თუმცა, კინოკრიტიკოსთა სიმპათიას ვერ იმსახურებს. 1997 წელს კი ბესინგერი კვლავ აღმოჩენაა ფილმით "ლოს-ანჯელესის საიდუმლოება", ფილმში ვარსკვლავი მთავარ როლს ასრულებს, რისთვისაც ოქროს გლობუსსა და ოსკარს იმსახურებს.

უნდა ითქვას, რომ ბესინგერს მემკვიდრებით არამხოლოდ სამსახიობო ნიჭი, რამედ, ვოკალური მონაცემებიც გამოჰყვა. 1992 წელს ის საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს მუსიკალურ ნომერში , სადაც ოზი ოსბორნთან ერთად დაადო ხმა. კომპოზოციამ ბრიტანულ ჩარტებში მოწინავე ადგილი დაიკავა და საუკეთესო ხუთეულშიც მოხვდა.