არაბისტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''არაბისტიკა''' (– არაბთმცოდნეობა) არის დარგი, რომელიც [[მეცნიერება|მეცნიერულად]] შეისწავლის და იკვლევს ''ვიწრო გაგებით'' [[არაბული ენა|არაბული ენისა]] და [[არაბული ლიტერატურა|ლიტერატურის]] (არაბული ფილოლოგია) სხვადასხვა საკითხებს, ხოლო უფრო ''ფართო გაგებით'' კი არაბისტიკა მოიცავს [[არაბული სამყარო|არაბულენოვან ქვეყნებთან]], მათ [[რელიგია]]სთან, [[კულტურა]]სთან, საერთოდ ცალკეული არაბული ქვეყნების ცხოვრებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო საკითხებს აწმყოსა და წარსულში.
 
'''არაბისტიკა''' საქართველოში, ისევე როგორც [[ევროპა]]ში ჯერ კიდევ [[შუა საუკუნეები|შუა საუკუნეებში]] ჩაისახა და XIX საუკუნიდან ისტორულ–კრიტიკული დისციპლინად ჩამოყალიბდა. განსაკუთრებული განვითარება ჰპოვა ამ დარგმა მეოცე საუკუნის [[საქართველო]]ში. სწორედ მეოცე საუკუნის [[ქართველები|ქართველი]] არაბისტიკის ერთ–ერთ თვალსაჩინო ფიგურას წარმოადგენს აკადემიკოსი [[გიორგი წერეთელი]], რომლის შრომები თავისი მნიშვნელოვნებით სცდება საქართველოს ფარგლებს. დღეს არაბისტიკაარაბისტიკას სხვადასხვა მიმართულებით შესწავლებაშეისწავლიან [[თბილისი|თბილისისა]] და [[ქუთაისი|ქუთაისის]] უმაღლეს სასწავლებლებში, ძირითადად ორი – [[ფილოლოგია|ფილოლოგიური]] და [[ქვეყანათმცოდნეობა|ქვეყანათმცოდნეობითი]] მიმართულებით.
 
არაბისტიკა, როგორც [[მეცნიერება]] [[აღმოსავლეთმცოდნეობა|აღმოსავლეთმცოდნეობის]] ნაწილს წარმოადგენს და მჭიდროდაა დაკავშირებული [[ისლამოლოგია]]სთან.
[[ენათმეცნიერება|ენათმეცნიერულ]] ნაწილში '''არაბული ფილოლოგია''' შეისწავლის [[ძველი არაბული ენა|ძველი არაბულის]], [[კლასიკური არაბული ენა|კლასიკური არაბულის]], [[საშუალო არაბული ენა|საშუალო არაბულის]], [[არაბული ენა|თანამედროვე არაბულისა]] და მისი [[არაბული დიალექტები|დიალექტებს]].
 
არაბისტიკული [[ლიტერატურათმცოდნეობა|ლიტერატურათმცოდნეობა]] იკვლევს ისლამამდელი ხანიდან დღემდე შექმნილ [[არაბულ ლიტერატურა]]ს, [[პროზა]]სა და [[პოეზია]]ს, მრავალსაუკუნოვანი [[ისლამური კულტურა|ისლამური კულტურის]] წიაღში შექმნილ სხვადასხვა რელიგიურ, [[ფილოსოფია]], [[ისტორია|ისტორიულ]] და [[გეოგრაფია|გეოგრაფიულ]] ტექსტებს, ასევე არაბულ ენაზე არსებულ [[ებრაული ენა|ებრაულ]] და [[ქრისტიანული ლიტერატურა|ქრისტიანულ ლიტერატურებს]].