არაბისტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''არაბისტიკა''' (– არაბთმცოდნეობა) არის დარგი, რომელიც [[მეცნიერ...
(განსხვავება არ არის)

22:41, 27 მაისი 2008-ის ვერსია

არაბისტიკა (– არაბთმცოდნეობა) არის დარგი, რომელიც მეცნიერულად შეისწავლის და იკვლევს ვიწრო გაგებით არაბული ენისა და ლიტერატურის სხვადასხვა საკითხებს, ხოლო უფრო ფართო გაგებით არაბისტიკა მოიცავს არაბულენოვან ქვეყნებთან, მათ რელიგიასთან, კულტურასთან, საერთოდ ცალკეული არაბული ქვეყნების ცხოვრებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო საკითხებს აწმყოსა და წარსულში.

არაბისტიკა საქართველოში, ისევე როგორც ევროპაში ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ჩაისახა და XIX საუკუნიდან ისტორულ–კრიტიკული დისციპლინად ჩამოყალიბდა. განსაკუთრებული განვითარება ჰპოვა ამ დარგმა მეოცე საუკუნის საქართველოში. სწორედ მეოცე საუკუნის ქართველი არაბისტიკის ერთ–ერთ თვალსაჩინო ფიგურას წარმოადგენს აკადემიკოსი გიორგი წერეთელი, რომლის შრომები თავისი მნიშვნელოვნებით სცდება საქართველოს ფარგლებს. დღეს არაბისტიკა სხვადასხვა მიმართულებით შესწავლება თბილისისა და ქუთაისის უმაღლეს სასწავლებლებში, ძირითადად ორი – ფილოლოგიური და ქვეყანათმცოდნეობითი მიმართულებით.

იხილეთ ასევე