ფრანც კაფკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
 
==ცხოვრება==
ფრანც კაფკა დაიბადა 1883 წლის 3 ივლისს ქალაქ პრაღაში. მამა – ჰერმან კაფკა (1852–1931) ებრაელი წარმოშობის ჩეხი. დედა – იულია კაფკა (1856–1934). ჰყავდა ორი ძმა და სამი და. ორივე ძმა გარდაიცვალა მანამ, სანამ მწერალს შეუსრულდებოდა 6 წელი. 1889–1893 წლებში კაფკა სწავლობდა დაწყებით სკოლაში (Deutsche Knabenschule), ამის შემდეგ იგი გადავიდა გიმნაზიაში, რომელიც 1901 წელს დაამთავრა. პრაღის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კაფკა ღებულობს სამართლის დოქტორის ხარისხს და მუშაობას იწყებს სადაზღვევო ფირმაში, რომელშიც ცხოვრების ბოლომდე მუშაობდა. 1917 წელს, ფილტვებში სისხლჩაქცევის შედეგად, კაფკას განუვითარდა ტუბერკულოზი, რის გამოც 1924 წლის 3 ივნისს მწერალი გარდაიცვალა ვენის სანატორიუმში. ცხოვრების განმავლობაში, კაფკამ გამოაქვეყნა სულ რამდენიმე მოთხრობა. სიკვდილის წინ მწერალმა თავის მეგობარ მწერალ [[ბროდი, მაქსი|მაქს ბროდს]] დაავალა მის მიერ შექმნილი ყველა ნაწარმოების განადგურება, მაგრამ მეგობარმა არ შეასრულა დავალება. თითქმის ყველა ნაწარმოები გამოქვეყნებულ იქნა მწერლის გარდაცვალების შემდეგ.
 
 
==განათლება==
კაფკას მშობლიური ენა [[გერმანული]] იყო, ასევე თავისუფლად ფლობდა ჩეხურსაც. მოგვიანებით შეისწავლა [[ფრანგული]] ენა და კულტურაც. მისი ებრაული განათლება შედარებით სუსტი იყო. თავიდან იგი ვაჟთა დაწყებით სკოლაში სწავლობდა, მისი დამთავრების შემდეგ კი შევიდა კლასიკურ გიმნაზიაში. ფრანცი ბრწყინვალე მოსწავლე იყო.
გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო პრაღის უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე, თუმცა ორ კვირაში სამართლის ფაკულტეტზე გადავიდა. იმ დროისთვის იურისპრუდენცია პრესტიჟულ და პერსპექტიულ დარგად ითვლებოდა, სწორედ ამიტომ ჰერმან კაფკა შვილის გადაწყვეტილებით კმაყოფილი დარჩა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მომავალ მწერალს ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა, რამაც საშუალება მისცა შეესწავლა ხელოვნების ისტორია. მალე იგი შეუერთდა სტუდენტურ კლუბს, რომელიც ლიტერატურულ საღამოებს მართავდა. პირველი კურსის დასასრულს კაფკა შეხვდა მაქს ბროდს, ასევე მომავალ მწერალს, რომელიც მისი უახლოესი მეგობარი გახდა ჟურნალისტ ფელიქს უელსთან ერთად.
[[1906]] წლის [[18 ივნისი|18ივნისს]] ივნისს ფრანცმა სამართლის დიქტორისდოქტორის ხარისხი მიიღო.
 
 
==სამსახური==
 
[[1907]] წლის [[1 ნოემბერი|1 ნოემბერს]] კაფკამ მუშაობა დაიწყო უდიდეს იტალიურ სადაზღვევო კომპანიაში, სადაც ერთი წელი დაჰყო. სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი ის გახდა, რომ მისი სამუშაო დღე დილის რვა საათიდან საღამოს 6სთ-მდე გრძელდებოდა, ასეთი გადატვირთული გრაფიკი კი ხელს უშლიდა წერაში. ამ მხრივ, მისი მეორე სამსახური [[ბოჰემია|ბოჰემიის]] უნივერსიტეტში უფრო ხელსაყრელი იყო.
 
==კრიტიკოსთა ინტერპრეტაცია==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფრანც_კაფკა“-დან