მატიანე ქართლისა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
No edit summary
ხაზი 1:
'''მატიანე ქართლისა''', XI საუკუნის ქართველი ანონიმური ავტორის თხზულება, რომელშიც გადმოცემულია VIII-IX საუკუნეების საქართველოს ისტორია. შესულია [[ქართლის ცხოვრებაში|"ქართლის ცხოვრებაში"]]. "მატიანე ქართლისა" პირობით უწოდა [[ჯავახიშვილი, ივანე|ივ. ჯავახიშვილმა]]. თხზულება დაწერილი უნდა იყოს [[1072]]-[[1073]]. შედგება 2 მთავარი ნაწილისაგან ([[საქართველოს ისტორია]] VIII საუკუნის დასასრულიდან X საუკუნის დასასრულამდე, [[ბაგრატ III|ბაგრატ III-ის]] გამეფებამდე, და ერთიანი საქართველოს ისტორია [[გიორგი II, საქართველოს მეფე|გიორგი II-ის]] მეფობის პირველი წლების ჩათვლით, [[1072]] წლამდე). პირველი ნაწილი ძალიან მოკლეა, მეორე - შედარებით ვრცელია. ავტორის კონცეფციის თანახმად, VIII საუკუნე საქართველო ერთიანი ქვეყანა იყო, მის სათავეში იდგა მეფე [[არჩილ|არჩილი]], რომლის სიკვდილის შემდეგ მისმა მემკვიდრეებმა ვერ შეინარჩუნეს ერთიანობა და ქვეყანა დაიშალა...
 
ნაწარმოების მთავარი იდეაა ბრძოლა ქვეყნის გაერთიანებისათვის და გარეშე მტრის წინააღმდეგ. ავტორს გამოუყენებია ქართული და უცხოური წყაროები. იგი კარგად იცნობდა საქართველოს მეზობელი ქვეყნების ისტორიას, მათ ზრახვებს საქართველოს მიმართ და ტანამედროვეთანამედროვე მახლობელი აღმოსავლეთის საერთაშორისო ვითარებას. ნაწარმოები გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით, დაწერილია სადა ენით, დახვეწილი სტილით. ცნობები ძირითადად სანდოა. ავტორი ცდილობს ისტორიული მოვლენები მათი მიზეზ-შედეგობრივი თანამიმდევრობით ახსნას. დათარიღება მოცემულია ქართული ქორონიკონით. თხზულება ტარგმნილია ძვ. სომხურ ენაზე (XII ს.), ფრანგულად, რუსულად.