შარლ II დე კოსე: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

09:00, 14 აპრილი 2006-ის ვერსია

შარლ II დე კოსე, ჰერცოგი დე ბრისაკი (ფრანგ.: Charles II. de Cossé, duc de Brissac) (* 1550; † 1621) - იყო საფრანგეთის მარშალი.

შარლ II დე კოსე-ბრისაკის მამა შარლ I დე კოსე, გრაფი დე ბრისაკი (1505-1563) და ბიძა არტიუ-არნო დე კოსე, გრაფი დე ბრისაკი, ბარონი დე გონორიც (1512-1582) საფრანგეთის მარშლები იყვნენ.

იგი კათოლიკურ ლიგას მიემხრო, რისთვისაც ჰერცოგ დე მაიენმა ის 1594 წელს პარიზის გუბერნატორად დანიშნა. თუმც მალე შარლ დე კოსემ ქალაქი ანრი IV-ეს გადასცა, რისთვისაც საფრანგეთის მარშლის ტიტული მიიღო. 1611 წელს ლუი XIII-ემ იგი საფრანგეთის პერის რანგში აამაღლა და ჰერცოგობა უბოძა. 1621 წელს იგი სენ-ჟან დ’ანელის ალყის დროს ბრძოლაში დაიღუპა.