მემცენარეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მემცენარეობა''' აღნიშნავს როგორც სოფლის მეურნეობის დარგს ას...
 
No edit summary
ხაზი 11:
 
მემცენარეობა [[საქართველო]]ში სოფლის მეურნეობის უძველესი დარგია, საქართველო და საერთოდ ამიერკავკასია ითვლება მსოფლიოში კულტურული მცენარეთა წარმოქმნის ერთ-ერთ ცენტრად. მინდვრის კულტურების შესწავლის მნიშვნელოვან წყაროდ უნდა მივიჩნიოთ [[ივანე ჯავახიშვილი]]ს შრომები „საქართველოს ეკონომიკური ისტორიის შესახებ“ , — აგრეთვე [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს „სიტყვის კონა“ და [[ვახუშტი ბაგრატიონი]]ს „აღწერა სამეფოსა საქართველოსი“, სადაც განხილულია საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო დარგები და კულტურები, განმარტებულია მრავალი სამიწათმოქმედო ტერმინი.
 
მემცენარეობის პრობლემებისადმი ინტერესი განსაკუთრებით გაძლიერდა XIX საუკუნის 60-70-იან წლებში, როდესაც
ქართული ჟურნალ-გაზეთები — „გუთნის დედა“, „სასოფლო გაზეთი“, „მეურნე“, „საქართველოს კალენდარი“ და სხვა ფართოდ აქვეყნებდნენ სტატიებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის წესების შესახებ. ამ მხრივ საყურადღებოა მ. ზაალიშვილის სტატიები მიწათმოქმედებაზე.
 
მემცენარეობას მეცნიერული საფუძვლები ჩაეყარა XIX საუკუნის დამლევს, როდესაც საქართველოში დაარსდა ყარაიის, საქარის, აჯამეთის, ოზურგეთის საცდელი მინდვრები. 1920 წელს თსუ-ში გაიხსნა მემცენარეობის (კერძო მიწათმოქმედების) კათედრა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ი. ლომოური, მანვე დაწერა პირველი სახელმძღვანელო: „მარცვლეული კულტურები“ (I და II ნაწილი).
 
საქართველოში მემცენარეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართველმა მეცნიერებმა ი. ლომოურმა, ლ. დეკაპრელევიჩმა, ნ. კეცხოველმა, ვ. მენაბდემ, გ. აბესაძემ, ი. ბახტაძემ, ვ. სუპატაშვილ,ა. შ. ჭანიშვილმა, მ. დალაქიშვილმა, ა. ჯაფარიძემ,მ. სიხარულიძემ და სხვებმა. დამუშავდა აგროწესები და სახელმძღვანელოები სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გადიდების ღონისძიებათა შესახებ, რომელთა განხორციელებამ უზრუნველყო რესპუბლიკაში მემცენარეობის პროდუქციის წარმოების მნიშვნელოვნად გადიდება.
 
საქართველოში მემცენარეობის საკითხებს სწავლობს და ამუშავებს ი. ლომოურის სახელობის საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო, საქართველოს ზოოტექნიკური-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი და საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტების შესაბამისი კათედრები. საქართველოში მემცენარეობის საკითხებს განიხილავს ჟურნალი „საქართველოს სოფლის მეურნეობა“ (1921-იდან). მემცენარეობის საკითხები შუქდება სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, საცდელი სადგურისა და უმაღლესი სასწავლებლების სამეცნიერო შრომებში.
==ლიტერატურა==
*''ბადრიშვილი გ.,'' მემცენარეობა, თბ., 1981;
*''ლომოური ი.,'' მარცვლეული კულტურები, ნაწ. 1-2, თბ., 1946-1950;
*''ჯაფარიძე ა.,'' მემცენარეობა, თბ., 1975;
*''Жуковский П. М.,'' Культурные растения и их сородичи, 3 изд., Л., 1971;
*''Прянишников Д. Н.,'' Частное земледелие, 8 изд., М-Л., 1931;
*''ბადრიშვილი გ.,'' ქსე, ტ. 6, გვ. 568, თბ., 1983
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მემცენარეობა“-დან