მემინდვრიები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ტაქსოდაფა * | სახელი =მემინდვრიები | სურათის ფაილი =Rötelmaus.jpg | სურა...
(განსხვავება არ არის)

21:30, 10 მაისი 2008-ის ვერსია

მემინდვრიები (Microtinae), ძუძუმწოვრების ქვეოჯახი მღრღნელების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე საშუალოდ 10-12 სმ-ია, ზოგიერთისა 36 სმ აღწევს. კუდი სხეულის სიგრძის ნახევარია, ზოგჯერ უფრო მოკლე. აქვთ მოკლე ყურები, პატარა თვალები, მომრგვალო ცხვირი. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა დაჩდრილოეთ ამერიკაში. აერთიანებს 15-20 გვარის 100-მდე სახეობას, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 8. ბინადრობენ ველზე, ტყეში, ჭაობში, მთებში და სხვა ადგილებში. მცენარეთა მიწესზედა ნაწილებით, ზოგიერთი სახეობა მარაგს იკეთებს. მრავლდებიან წლის თბილ პერიოდში. ზოგი - ზამთარშიც. უმრავლესობა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელია. იყენებენ ზოგიერთი მოზრდილი სახეობის (ონდატრა) ტყავს. მემინდვრიები მრავალი მტაცებელი სარეწაო ცხოველის ძირითადი საკვებია. ადამიანისა და ცხოველებისათვის ინფექციური დაავადების (შავი ჭირი, ტულარემია, ენცეფალიტი, ლეპტოსპიროზი და სხვა) რეზერვატორები არიან. მავნებლობის მხრივ საშიშია საზოგადოებრივი (Microtus socialis) და ჩვეულებრივი (Microtus arvalis) მემინდვრიებები.

მემინდვრიები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Microtinae

ბრძოლის ღონისძიებანი: ნიადაგის მოხვნა 25-30 სმ-ზე, მემინდვრიების ბუნებრივი მტრების მიზიდვა, ბაქტერიული პრეპარატის მობნევა თვითმფრინავიდან და სხვა.

ლიტერატურა

  • ავალიანი რ., ბერიშვილი ი., ქსე, ტ. 6, გვ. 564, თბ., 1983