მდოგვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ტაქსოდაფა * | სახელი =მდოგვი | სურათის ფაილი = | სურათის წარწერა =...
 
No edit summary
ხაზი 1:
{{ტაქსოდაფა *
| სახელი =მდოგვი
| სურათის ფაილი =Koeh-168.jpg
| სურათის წარწერა =სარეპტის მდოგვი (Brassica juncea)
| სურათის აღწერა =[[სარეპტის მდოგვი]] (Brassica juncea)
| სამეფო = მცენარეები
| განყოფილება = [[ფარულთესლოვნები]]
| კლასი = [[ორლებნიანნი]]
| ტიპი =
| კლასი =
| რიგი =
| ოჯახი = [[ჯვაროსნები]]
| გვარი =
| სახეობა =
| ლათ = <br />
}}
'''მდოგვი''', ბალახოვანი მცენარეები [[ჯვაროსნები|ჯვაროსანთა]] ოჯახის Sinapis და Brassica-ს გვარებისა. Sinapis გვარი მოიცავს 7-10 ერთწლოვან ან იშვიათად მრავალწლოვან სახეობას. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და აზიაში. მეტწილად სარეველა მცენარეებია. ყოფილ სსრკ-ში მისი 2-3 სახეობაა, [[საქართველო]]ში - 2: [[თეთრი მდოგვი]] (Sinapis alba) იზრდება მინდვრებსა და დანაგვიანებულ ადგილებში, მთის შუა სარტყლამდე. [[მინდვირის მდოგვი]] (Sinapis arvensis) ნათესების სარეველაა და ზოგჯერ გზის პირებსა და ბოსტნებშიც გვხვდება. Brassica-ს გვარიდან მდოგვს მიეკუთვნება [[სარეპტის მდოგვი]] (Brassica juncea), რომლის სიმაღლე 1,5 მ აღწევს. მოჰყავთ ევროპასა და აზიაში. ჩვენში ნათესების სარეველაა. იზრდება აფხაზეთსა და აჭარაში. [[შავი მდოგვი]] (Brassica nigra) მოჰყავთ მცირე აზიაში, ევროპასა და ამერიკაში. ყოფილ სსრკ-ში [[სარეველა მცენარეები|სარეველაა]].
 
მდოგვი მოჰყავთ თესლისაგან ზეთის მისაღებად (სარეპტის მდოგვის თესლში 35-40% ზეთია, თეთრ მდოგვში - 25-34%), იყენებენ აგრეთვე პურის საცხობ, საკონდიტრო, საკონსერვო და საპარფიუმერიო მრეწველობაში. მდოგვის კოპტონისაგან მზადდება მდოგვის ქაღალდი და სუფრის მდოგვი. სარეპტის მდოგვის ძირხვენიან და ფოთლოვან ჯიშებს ბოსტნეულის მსგავსად ჭამენ. თეთრი მდოგვი ჭოტების წარმოქმნამდე შეიძლება საქონლის საკვებად გამოვიყენოთ. საქართველოში ფოთლოვანი მდოგვი მოჰყავთ სასალათედ.
 
==ლიტერატურა==
* ქსე, ტ. 6, გვ. 530-532, თბ., 1983
 
[[კატეგორია:ჯვაროსნები]]
 
[[ca:Mostassa]]
[[en:Mustard plant]]
[[he:חרדל]]
[[id:Sesawi]]
[[it:Senape]]
[[ja:カラシナ]]
[[pt:Mostarda]]
[[vi:Mù tạc]]
[[zh:芥末]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მდოგვი“-დან